ფირმა "სეზანი" პოლიგრაფიულ საქმიანობას ეწევა 1998 წლიდან. ჩვენ ორიენტირებული ვართ მაღალხარისხიანი ბეჭდური პროდუქციის (წიგნები, ჟურნალები, სარეკლამო მასალები) დამზადებაზე. გაგვაჩნია ამიერკავკასიის რეგიონში უდიდესი პოლიგრაფიული ბაზა, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების (Heidelberg, Muller-Martini, Wohlenberg, Esko და სხვ.) უახლესი მოწყობილობებით და განთავსებულია 4000კვ.მ. ფართობზე. "სეზანი" 2006 წლიდან არის ფირმა Hეიდელბერგ -ის ბიზნეს-პარტნიორი. "სეზანში" არსებობს საგამომცემლო ჯგუფი, რომელსაც განხორციელებული აქვს მრავალი საინტერესო პროექტი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - "ჩვენ და ვეფხისტყაოსანი".