“ღია წერილები ევას“

წიგნი დაიბეჭდა კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.

ღია წერილები ევას.

ფასი :30 ლარი

გამომცემლობა: „სეზანი“

სერია: “ბავშვობის თანამგზავრები”

ავტორი: რაულ ჩილაჩავა.რედაქტორი:ელზა ნაბახტეველი.არტრედაქტორი:ბესიკ დანელია.

.გვერდების რაოდენობა 95 .გარეკანი საშუალოდ რბილი.ენა ქართული.

გამოშვების წელი 2022.ფორმატი: 21X21

ISBN: 978 -9941-8-4485-0

ანოტაცია:„ბავშვობის თანამგზავრების“ ბოლო წიგნი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად

გამოიცა. „ღია წერილები ევას“ კიევიდან ლტოლვილმა ჩვენმა სახელოვანმა

თანამემამულემ რაულ ჩილაჩავამ საგამომცემლო ჯგუფის თხოვნით დაწერა. ბატონი

რაული ორი წლის შვილიშვილს ომმა დააშორა და ამ წერილებით იგი თავის ორ

სამშობლოზე − საქართველოსა და უკრაინაზე მოუთხრობს ევას და მასზე უფროსი

თაობის ყმაწვილებს.

უმცროსი ასაკის მკითხველებს საბავშვო საკითხავებსაც ვთავაზობთ − ეს არის

უკრაინული „ნანას“, აგრეთვე უკრაინული ხალხური ზღაპრების თარგმანები, რომლებიც

გამოცდილმა მხატვარმა და ნორჩმა ილუსტრატორებმა გააფორმეს.

ჩვენი სერიის მხატვრები, ილუსტრატორები და დიზაინერი ომის საწინაღმდეგო

სულისკვეთებამ გააერთიანა და უკლებლივ ყველა უანგაროდ მონაწილეობდა ამ წიგნის

გაფორმებაში. ეს გამოცემა ქართველ ხელოვანთა საპროტესტო ხმაა ყოველგვარი

ძალადობისა და დედამიწაზე გაჩაღებული ნებისმიერი ომის წინააღმდეგ.

Shopping Cart