ზღაპარი ივანე ცისკრისა 7+
ფასი :25 ლარი
გამომცემლობა: “სეზანი“
სერია: “ბავშვობის თანამგზავრები”
ქართული ხალხური ზღაპარი,რედაქტორი:ელზა ნაბახტეველი.არტრედაქტორი:ბესიკ დანელია.
ილუსტრატორი:სალომე ხოტივარი.გვერდების რაოდენობა 35 .გარეკანი მაგარი.ენა ქართული.
გამოშვების წელი 2022.ფორმატი: 21X21
ISBN: 978 -9941-8-3318-2
ანოტაცია: შეიძლება არ იცოდეთ „ზღაპარი ივანე ცისკრისა“, „კომბლესავით“ და „ნაცარქექიასავით“ ყველას პირზე არ აკერია. თუმცა, არც შინაარსით გვგონია ცნობილ ქართულ ზღაპრებზე ნაკლები და, მით უფრო, არც მასში ჩაქარგული მნიშვნელობებით.
გვინდა, გულისყურით წაიკითხოთ შემოთავაზებული ტექსტი, იქნებ მართლაც მოახერხოთ ზღაპრის წარმდგენის, ქალბატონ თამარ შარაბიძის მინიშნებების გააზრება; თუ არადა, მოგვიანებით შეისწავლით ფოლკლორს, ეთნოგრაფიას და სულ სტრიქონ-სტრიქონ მოგიწევთ ამ ქართულ ხალხურ ზღაპარში ჩაქსოვილი იმ სიბრძნის ამოკითხვა, ჩვენმა წინაპარმა სამყაროს შექმნისა და მისი მომავლის შესახებ რომ იცოდა.