ტრაფარეტული ბეჭდვის (შოლკოგრაფია) დროს ულტრაიისფერი ლაქი ან საღებავი საბეჭდ ზედაპირზე დაიტანება აბრეშუმის საბეჭდი ბადის გავლით. ტრაფარეტული ბეჭდვის მეთოდის გამოყენებით გამოსახულების დატანა შესაძლებელია: ქაღალდზე, ტყავსა და მის შემცვლელზე, ტექსტილზე და ა. შ. პოლიგრაფიაში ყველაზე ხშირად ამ ტიპის ბეჭდვას შერჩევითი ლაქირებისთვის იყენებენ.