ჩვენს შესახებ

ჩვენი კომპანია დაარსდა 1998 წელს და არის ერთ-ერთი პირველი კერძო პოლიგრაფიული სტამბა საქართველოში. დაარსების დღიდან გამოვირჩევით მაღალპროფესიონალური მმართველობითი გუნდით და მაღალტექნოლოგიური საწარმოო სიმძლავრეებით.

ჩვენ გთავაზობთ სარეკლამო, საოფისე და საგამომცემლო პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, როგორიცაა წიგნები, ჟურნალები, სასაჩუქრე ყუთები, ჩანთები, ბლოკნოტები, კედლისა და მაგიდის კალენდრები, ბროშურები, რვეულები, საქაღალდეები, ბლანკები, პოსტერები, ფლაერები, მენიუები.

25 წელზე მეტია ვემსახურებით ათეულობით გამომცემლობას და სხვა ისეთ დამკვეთებს, როგორიცაა თიბისი ბანკი, მაგთიკომი, აჭარა ჯგუფი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ენჯი საქართველო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ავერსი-ფარმა, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, ფორბსი საქართველო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ტერაბანკი და მრავალი სხვა.

ჩვენი ორგანიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გვქონდეს უმაღლესი ხარისხის, დაცული ტყეებიდან წარმოებული ქაღალდის ფართო არჩევანი. ამიტომ, გახსნის დღიდან დღემდე, ვთანამშრომლობთ წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან და გვაქვს სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის ქაღალდის არჩევანი.

ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ წარმოების მოცულობის ფარგლებში შემოგთავაზოთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი და დაგიკმაყოფილოთ შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა სურვილი. ამიტომ, თითოეული შეკვეთა და პროდუქტი განიხილება ინდივიდუალურად, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად.

ჩვენს საწარმოში დანერგილია საერთაშორისო ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO 9001:2015 და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შრომის უსაფრთხოების მოთხოვნა. ასევე მიმდინარეობს საერთაშორისო სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტის SMETA-ს დანერგვა.

თუ ფიქრობთ შეკვეთაზე, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული სხვადასხვა ტექნიკურ დეტალში, დაგვიკავშირდით. ჩვენ ვეცდებით გაგიწიოთ ტექნიკური კონსულტაცია და გაგცეთ პასუხი ყველა შეკითხვაზე.

მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი კომპანიით!

პარტნიორები
Shopping Cart