სერვისები

ოფსეტური ბეჭვდა

ოფსეტური ბეჭდვის უპირატესობას წარმოადგენს სრულფერიანი ბეჭდვის შესაძლებლობა სხვადასხვა სისქისა და ზედაპირის მქონე ქაღალდზე, ფასის, ვადებისა და ხარისხის ოპტიმალური თანაფარდობით; ოფსეტურად შესაძლებელია მრავალფეროვანი პროდუქციის დაბეჭვა: პლაკატები, ბროშურები, ჟურნალები, კატალოგები, წიგნები, კალენდრები, სასაჩუქრე ჩანთბი და ა.შ. ოფსეტური ბეჭდვა საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქცია.

ქაღალდის ამოსაკვეთი დანების დამზადება

ვამზადებთ ნებისმიერი სირთულის ქაღალდის ამოსაკვეთ დანებს: ჩანთების, ვობლერების, კონვერტების , ყუთების  შემოსაკრავის და მსგავსი პოლიგრაფიული პროდუქციისათვის.

ციფრული ბეჭდვა

ციფრული ბეჭდვა ხელსაყრელია მცირე ტირაჟების დროს მოკლე მონაკვეთში; ციფრულად შესაძლებელია დავბეჭდოთ: ბლანკები, კონვერტები, სავიზიტო ბარათები, მოსაწვევები და სხვა პოლიგრაფიული პროდუქცია. ბეჭდვა ხორციელდება  ციფრულ საბეჭდ დანადგარზე, რომელიც საბეჭდად იყენებს საღებავის დატანის ციფრულ ტექნოლოგიას.

კლიშის დამზადება მაგნეზიუმის ფირფიტით

მაგნიუმის ფირფიტაზე გამოყვანილი რელიეფური გამოსახულება, გამოიყენება  პოლიგრაფიული ფოლგით ტვიფრისას,  ლამინირებული და არალამინირებული ქაღალდის, ტყავის შემცვლელისა და ქსოვილის ზედაპირებზე;

ტრაფარეტული ბეჭდვა

ტრაფარეტული ბეჭდვის (შოლკოგრაფია) დროს ულტრაიისფერი ლაქი ან საღებავი საბეჭდ ზედაპირზე დაიტანება აბრეშუმის საბეჭდი ბადის გავლით. ტრაფარეტული ბეჭდვის  მეთოდის გამოყენებით გამოსახულების დატანა შესაძლებელია: ქაღალდზე, ტყავსა და მის შემცვლელზე, ტექსტილზე და ა. შ.  პოლიგრაფიაში ყველაზე ხშირად ამ ტიპის ბეჭდვას შერჩევითი ლაქირებისთვის იყენებენ.

გელიოტინის დანების ლესვა

დანების ლესვა ხორციელდება ცივი მეთოდით. სრულდება მეათედი გრადუსის სიზუსტით. გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ელბორები, ალმასები და კერამიკული  ქვები.

ბეჭდვის შემდგომი პროცესები

პოლიგრაფია მრავალფეროვანი დარგია იმის მიხედვით, თუ რა სახის პროდუქციასთან გვაქვს საქმე, სხვადასხვა პროცესებს გაივლის. შედარებით მარტივია ფლაერის , ტრიპლეტის, პლაკატისა  და მსგავსი პროდუქციის შემდგომი განვითარების გზები: იჭრება, იკეცება და იფუთება. შედარებით რთული პროცესია წიგნების, კატალოგების, ბლოკნოტების, ყუთების, სასაჩუქრე ჩანთბისა  და მსგავსი პროდუქციის შემდგომი პროცესები: კეცვა, ფორზაცის მიკვრა, აკრეფვა, კერვა/ თერმო, ყდისთვის ნახაზის მომზადება, ყდების დამზადება,  ლამინაცია, კლიშის დარტყმა და ა. შ პროცესები რასაც  ესა თუ ის  პროდუქცია მოითხოვს.

წიგნის დიზაინი და დაკაბადონება

გთავაზობთ პოლიგრაფიული დიზაინის კომპლექსურ  სამუშაოებს  საბეჭდი ფაილის მოსამზადებლად; ასევე დაკაბადონებას, რომელიც გულისხმობს ტექსტური და გრაფიკული მასალის დაკომპლექტება საბოლოო საბეჭდი მაკეტისათვის.

Shopping Cart