წიგნების ბეჭდვა

წიგნის ბეჭდვის პროცესს ინდივიდუალურად ვუდგებით და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის მოთხოვნებს. თუ წიგნის ბეჭდური ვერსიისთვის ჯერ მხოლოდ იდეა გაქვთ, ჩვენი გუნდი დიზაინს შეიმუშავებს და გვერდებს პროფესიონალურად დააკაბადონებს.

+30 წლიანი გამოცდილება

+1000 კმაყოფილი მომხმარებელი

+1000 შესრულებული პროექტი

წიგნის ბეჭდვა, დიზაინი და აკინძვა – ყველაფერი ერთ სივრცეში

წიგნის ბეჭდვის პროცესს ინდივიდუალურად ვუდგებით და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის მოთხოვნებს. თუ წიგნის ბეჭდური ვერსიისთვის ჯერ მხოლოდ იდეა გაქვთ, ჩვენი გუნდი დიზაინს შეიმუშავებს და გვერდებს პროფესიონალურად დააკაბადონებს. იმ შემთხვევებისთვის კი, როდესაც გამზადებული ფაილი უკვე გაქვთ, შეგვიძლია პირდაპირ ბეჭდვა დავიწყოთ. თუმცა, საბოლოო ხარისხის უზრუნველსაყოფად, სურვილის შემთხვევაში, კორექტურულ მომსახურებასაც გაგიწევთ.

wignis bechdva cezanne

ბეჭდვის ფორმატი

  • შავ-თეთრი ბეჭდვა
  • ფერადი ბეჭდვა



  • ქაღალდის სახეობები

  • ცარცირებული ქაღალდი
  • ოფსეტური ქაღალდი



  • აკინძვის მეთოდი

  • თერმოწებოთი აკინძვა
  • სტეპლერით აკინძვა
  • ზამბარით აკინძვა
  • ძაფით კერვა
  • შვეიცარიული კერვა
  • დამუშავება

  • ლამინირება (პრიალა)
  • ლამინირება (გლუვი)
  • ფოლგირება
  • შერჩევითი ლაქირება
  • რელიეფური ბეჭდვა
  • როგორ იბეჭდება თქვენთვის წიგნი?

    წიგნის ბეჭდვის პროცესი საკმაოდ მარტივია. თავდაპირველად კონსულტაციის დროს დეტალებს ვაზუსტებთ, ვამზადებთ, ვაწყობთ, ვაკორექტირებთ, ვბეჭდავთ, ვკინძავთ და ვამუშავებთ ყდას. ამ პროცესში მუდმივად ვაკონტროლებთ ხარისხს. 

    ვიყენებთ ხარისხიან მასალებს და განსაზღვრულ ფერებს ფურცელზე მაქსიმალური სიზუსტით ავსახავთ. ამის შესაძლებლობას ტექნიკური მრავალფეროვნებაც გვაძლევს. 

    ჩვენ დაგეხმარებით, რომ ჩანაფიქრი ხარისხიან პოლიგრაფიულ პროდუქტად იქცეს – შეიძლება ეს დამწყები ავტორის სადებიუტო ნაწარმოები, სამომავლო ბესტსელერი ან უკვე პოპულარული წიგნის განახლებული ტირაჟი იყოს. 

    რატომ უნდა აირჩიო ჩვენი სტამბა?

    სტამბა სეზანი საქართველოს პოლიგრაფიულ ბაზარზე 30 წლის წინ გამოჩნდა და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიაში დიდი გამოცდილება დაგროვდა. ეს კი გვეხმარება, არა მხოლოდ კარგად გავიგოთ ინდივიდუალური ავტორებისა და გამომცემლობების საჭიროებები, არამედ მათი ჩანაფიქრები მარტივად ვაქციოთ წიგნებად.

    წიგნის ხარისხი მნიშვნელოვანია, რადგან პირველი შთაბეჭდილება სწორედ მისი გარეგნული მხარით იქმნება. კარგი ბეჭდვა, სწორად შერჩეული ქაღალდი და აკინძვის ხარისხი წიგნს პროფესიონალურ იერს აძლევს და მის შინაარსს სათანადოდ წარმოაჩენს. 

    გთავაზობთ წიგნის ბეჭდვის სრულ სერვისს, იდეიდან საბოლოო ეგზემპლარამდე. მთავარია გაგვიზიაროთ იდეა ან არსებობის შემთხვევაში, მზა შაბლონი. დიზაინი აწყობა და წიგნის ბეჭდვა კი ჩვენ მოგვანდოთ. 

    cezanne wignebi

    რატომ გვენდობიან?

    30+ წლიანი გამოცდილება

    „სეზანი“ იყო ერთ-ერთი პირველი ოფსეტური სტამბა საქართველოში. 1993 წლიდან ვემსახურებით კლიენტებს სტაბილურად, პასუხისმგებლობითა და ინდუსტრიაში დაგროვებული ღრმა ცოდნით. ჩვენს წარმატებას ემყარება აკადემიური ფუნდამენტი და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი.

    პროფესიონალთა გუნდი და ინდივიდუალური მიდგომა

    ჩვენი გუნდის წევრები გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებიც დეტალურად იგებენ გამომცემლობის, ბრენდინგისა და ბეჭდვის სპეციფიკას. თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად — ვუსმენთ, ვმსჯელობთ და ზუსტად ვახორციელებთ კლიენტის იდეებს.

    პრემიუმ ხარისხი & ხელით დამუშავება

    ჩვენი სტამბა გამოირჩევა ხარისხზე ორიენტაციით და იმით, რომ ყველა პროდუქტი იქმნება ზუსტად, ხშირად — ხელით. ვმუშაობთ პრემიუმ ნედლეულზე, ვაკონტროლებთ ყველა ეტაპს და მიზნად ვისახავთ შედეგს, რაზეც კლიენტი იამაყებს.

    დაგვიკავშირდით

    დაგვირეკეთ

    ნომერი: +995 32 235 70 02

    მოგვწერეთ

    მეილი: info@cezanne.ge

    გვეწვიეთ

    მისამართი: 1 King Archil Street Didi Dighomi 0139, Tbilisi, Georgia

    შეავსეთ ფორმა

    Please enable JavaScript in your browser to complete this form.
    Scroll to Top