წიგნების ბეჭდვა
წიგნის ბეჭდვის პროცესს ინდივიდუალურად ვუდგებით და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის მოთხოვნებს. თუ წიგნის ბეჭდური ვერსიისთვის ჯერ მხოლოდ იდეა გაქვთ, ჩვენი გუნდი დიზაინს შეიმუშავებს და გვერდებს პროფესიონალურად დააკაბადონებს.
+30 წლიანი გამოცდილება
+1000 კმაყოფილი მომხმარებელი
+1000 შესრულებული პროექტი
წიგნის ბეჭდვა, დიზაინი და აკინძვა – ყველაფერი ერთ სივრცეში
წიგნის ბეჭდვისას თითოეულ პროექტზე მისი სპეციფიკის მიხედვით ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის მოთხოვნებს. თუ წიგნის ბეჭდური ვერსიისთვის ჯერ მხოლოდ იდეა გაქვთ, ჩვენი გუნდი დიზაინს შეიმუშავებს და გვერდებს პროფესიონალურად დააკაბადონებს. იმ შემთხვევებისთვის კი, როდესაც გამზადებული ფაილი უკვე გაქვთ, შეგვიძლია პირდაპირ ბეჭდვა დავიწყოთ. თუმცა, საბოლოო ხარისხის უზრუნველსაყოფად, სურვილის შემთხვევაში, კორექტურულ მომსახურებასაც გაგიწევთ.
ბეჭდვის ფორმატი
ქაღალდის სახეობები
აკინძვის მეთოდი
დამუშავება
როგორ იბეჭდება თქვენთვის წიგნი სტამბაში?
წიგნის ბეჭდვის პროცესი საკმაოდ მარტივია. თავდაპირველად კონსულტაციის დროს დეტალებს ვაზუსტებთ, ვამზადებთ, ვაწყობთ, ვაკორექტირებთ, ვბეჭდავთ, ვკინძავთ და ვამუშავებთ ყდას. ამ პროცესში მუდმივად ვაკონტროლებთ ხარისხს.
ვიყენებთ ხარისხიან მასალებს და განსაზღვრულ ფერებს ფურცელზე მაქსიმალური სიზუსტით ავსახავთ. ამის შესაძლებლობას ტექნიკური მრავალფეროვნებაც გვაძლევს.
ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი ჩანაფიქრი მაღალი ხარისხის პოლიგრაფიულ პროდუქტად იქცეს – იქნება ეს სადებიუტო ნაწარმოები, ბესტსელერის განახლებული ტირაჟი, თუ წიგნისთვის შექმნილი ექსკლუზიური სასაჩუქრე ყუთი.
წიგნის ბეჭდვა ავტორებისთვის და გამომცემლობებისთვის
საქართველოს პოლიგრაფიულ ბაზარზე სტამბა სეზანი 1993 წლიდან მუშაობს, შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიაში დიდი გამოცდილება დაგროვდა. ამ გამოცდილებით კარგად ვიცნობთ ინდივიდუალური ავტორებისა და გამომცემლობების საჭიროებებს და მათ წიგნებსა და იდეებზე პროექტის სპეციფიკის მიხედვით ვმუშაობთ.
წიგნის ხარისხი მნიშვნელოვანია, რადგან პირველი შთაბეჭდილება სწორედ მისი გარეგნული მხარით იქმნება. კარგი ბეჭდვა, სწორად შერჩეული ქაღალდი და აკინძვის ხარისხი წიგნს პროფესიონალურ იერს აძლევს და მის შინაარსს სათანადოდ წარმოაჩენს.
გთავაზობთ წიგნის ბეჭდვის სრულ სერვისს, იდეიდან საბოლოო ეგზემპლარამდე. მთავარია გაგვიზიაროთ იდეა ან არსებობის შემთხვევაში, მზა შაბლონი. დიზაინის აწყობა და წიგნის ბეჭდვა კი ჩვენ მოგვანდეთ.
რა ღირს წიგნის დაბეჭდვა
წიგნის ბეჭდვის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე დეტალზე: ტირაჟზე, გვერდების რაოდენობაზე, ფორმატზე, ქაღალდის ტიპზე, ფერად ან შავ-თეთრ ბეჭდვაზე, ყდის დამუშავებასა და აკინძვის მეთოდზე. შესაბამისად, წიგნის დაბეჭდვის ფასს თითოეული პროექტისთვის ინდივიდუალურად ვითვლით. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს დიზაინს, დაკაბადონებას, კორექტურას, ბეჭდვასა და აკინძვას.
საბოლოო ღირებულების დასადგენად საჭიროა წიგნის ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრა. ამის შემდეგ შეირჩევა შესაბამისი მასალა, ბეჭდვის ტექნოლოგია და აკინძვის მეთოდი, რის საფუძველზეც წიგნის ბეჭდვის ფასსაც გამოვითვლით.
წიგნების ბეჭდვა თბილისში
სტამბა „სეზანი“ წიგნის ბეჭდვის სრულ სერვისს გთავაზობთ როგორც ავტორებს, ისე გამომცემლობებსა და კომპანიებს. მომსახურება მოიცავს წიგნის მომზადების ყველა ძირითად ეტაპს, დიზაინიდან და დაკაბადონებიდან დაბეჭდვამდე, აკინძვასა და ყდის საბოლოო დამუშავებამდე.
30 წელზე მეტი გამოცდილებით „სეზანი“ წიგნების ბეჭდვაზე საქართველოში სხვადასხვა მოცულობისა და სპეციფიკის პროექტებზე მუშაობს. შესაძლებელია როგორც ტექსტური გამოცემების და ფოტო წიგნების ბეჭდვა, ისე ჟურნალების დამზადება. ქაღალდი, ბეჭდვის ტექნოლოგია და აკინძვის მეთოდი თითოეული გამოცემის ფორმატის, ვიზუალური მასალისა და ტირაჟის მიხედვით შეირჩევა.
რა მასშტაბის ტირაჟებით იბეჭდება და იკინძება წიგნები?
წიგნების ბეჭდვისას „სეზანში“ ძირითადად დიდ ტირაჟებზე ვმუშაობთ, ამიტომ შეკვეთის დაგეგმვისას წინასწარ განვსაზღვრავთ ეგზემპლარების რაოდენობას, ფორმატს, ქაღალდს, ბეჭდვის ტიპსა და აკინძვის მეთოდს. დიდი ტირაჟებისთვის ხშირად ოფსეტური ბეჭდვას ვიყენებთ, ხოლო 1 წიგნის დაბეჭდვა „სეზანის“ ძირითადი მომსახურების ფორმატი არ არის.
ფოტო წიგნის ბეჭდვა და აკინძვა
ფოტო წიგნის ბეჭდვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოსახულებების ფერს, ქაღალდის ტიპს, გვერდების კომპოზიციასა და ყდის დამუშავებას. გამოცემის ფორმატის, გვერდების რაოდენობისა და ტირაჟის მიხედვით შეირჩევა ბეჭდვის ტექნოლოგია, ქაღალდი და აკინძვის მეთოდი. „სეზანში“ ვიყენებთ თერმოწებოთი, სტეპლერითა და ზამბარით აკინძვას, ასევე ძაფითა და შვეიცარიულ კერვას.
ნაშრომის აკინძვა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც მასალა უკვე მომზადებულია და საჭიროა მისი დაბეჭდვა და ერთ გამოცემად შეკვრა. მისი დასაბეჭდი ფორმატის, გვერდების რაოდენობისა და გამოყენების მიზნის მიხედვით შეირჩევა შესაბამისი ქაღალდი და აკინძვის მეთოდი. ამგვარად, „სეზანში“ შესაძლებელია როგორც სხვადასხვა ტიპის ნაშრომის, ისე ფოტო წიგნის ბეჭდვა და აკინძვა.
რატომ გვენდობიან?
30+ წლიანი გამოცდილება
„სეზანი“ იყო ერთ-ერთი პირველი ოფსეტური სტამბა საქართველოში. 1993 წლიდან ვემსახურებით კლიენტებს სტაბილურად, პასუხისმგებლობითა და ინდუსტრიაში დაგროვებული ღრმა ცოდნით. ჩვენს წარმატებას ემყარება აკადემიური ფუნდამენტი და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი.
პროფესიონალთა გუნდი და ინდივიდუალური მიდგომა
ჩვენი გუნდის წევრები გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებიც დეტალურად იგებენ გამომცემლობის, ბრენდინგისა და ბეჭდვის სპეციფიკას. თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად — ვუსმენთ, ვმსჯელობთ და ზუსტად ვახორციელებთ კლიენტის იდეებს.
პრემიუმ ხარისხი & ხელით დამუშავება
ჩვენი სტამბა გამოირჩევა ხარისხზე ორიენტაციით, მსხვილი ტირაჟებით (50+) და იმით, რომ ყველა პროდუქტი იქმნება ზუსტად, ხშირად — ხელით. ვმუშაობთ პრემიუმ ნედლეულზე, ვაკონტროლებთ ყველა ეტაპს და მიზნად ვისახავთ შედეგს, რაზეც კლიენტი იამაყებს.
შეავსეთ ფორმა