სავიზიტო ბარათების დამზადება

ეფექტურად წარუდგინეთ თქვენი ბრენდი და პროფესიული იდენტობა მაღალი ხარისხის, დახვეწილი სავიზიტო ბარათებით. სტამბა “სეზანი” გთავაზობთ ინდივიდუალურ დიზაინს, მასალების ფართო არჩევანსა და თანამედროვე ბეჭდვით ტექნოლოგიებს

+30 წლიანი გამოცდილება

+1000 კმაყოფილი მომხმარებელი

+1000 შესრულებული პროექტი

სავიზიტო ბარათები – თქვენი პროფესიული იდენტობა

ციფრულ ეპოქაშიც კი ეფექტური დიზანის სავიზიტო ბარათები შეუცვლელი იარაღია, როდესაც საქმე ბიზნეს კომუნიკაციას ეხება. ეს კომპაქტური მუყაოს ნაჭერი არა უბრალოდ საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლის საშუალება, არამედ ბრენდის ვიზუალური იმიჯის წარმოჩენის ეფექტური იარაღი, რომელსაც შეუძლია პირველივე მომენტიდან დაამახსოვროს პოტენციურ პარტნიორს პირადად თქვენი თუ თქვენი ბიზნესის სახელი. 

თუ გსურთ უმაღლესი ხარისხის სავიზიტო ბარათების დამზადება, მოგვმართეთ. ჩვენი სტამბა საქართველოში უზრუნველყოფს ისეთი სავიზიტო ბარათების დაბეჭდვას, რომლის დახმარებითაც საქმიან პარტნიორებსა და პოტენციურ კლიენტებზე ხანგრძლივ დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ.

ფორმატები, მასალები და საბაზისო დამუშავება

ჩვენთან შეგიძლიათ დაამზადოთ სხვადასხვა ტიპისა თუ ფორმის სავიზიტო ბარათები. შესაძლებელია როგორც სტანდარტული, ისე ინდივიდუალური ფორმატის (მაგალითად, მინი) ბარათების შექმნა და სახასიათო დეტალების (მაგალითად, მომრგვალებული კუთხეების) დამატება. შესაძლოა ცალმხრივად, ისე ორმხრივად ბეჭდვა, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენ დიზაინსა და ინფორმაციის განაწილებაზე.

მასალების ფართო არჩევანი საშუალებას მოგცემთ, შექმნათ უნიკალური სავიზიტო ბარათი. ვიყენებთ 200-დან 300 გრამამდე სიმკვრივის მაღალხარისხიან სტანდარტულ და სპეციალურ ქაღალდებს. განსაკუთრებით ეფექტური და არასტანდარტული ვიზუალისთვის, გირჩევთ სპეცქაღალდების გამოყენებას. ბარათის გამძლეობისა და დამატებითი ეფექტებისთვის, გთავაზობთ რამდენიმე სახის ლამინირებას: მატი, პრიალა ან ხავერდოვანი (ე.წ. “ბარხატი”).

დამუშავება და საკონსულტაციო პროცესი

განსაკუთრებული და გამორჩეული იერსახისთვის სავიზიტო ბარათები შეგიძლიათ დამატებით დაამუშაოთ. ხელმისაწვდომია ოქროს, ვერცხლის ან სხვა ფერებით ფოლგირება, როგორც ცარცის, ისე სპეცქაღალდებზე. ასევე გთავაზობთ Spot UV ლაქით შერჩევითი დაფარვის სერვისებს, რაც განსაკუთრებით ეფექტურია თუ გსურთ კონკრეტული ვიზუალური დეტალებისთვის ხაზგასმა.

სავიზიტო ბარათების შექმნამდე გავივლით კონსულტაციიას, რომლის ფარგლებშიც დაგეხმარებით არსებული დიზაინის ადაპტირებაში ან სრულიად ახალი კონცეფციის შემუშავებაში და მასალების შერჩევაში.

რატომ უნდა აირჩიოთ სტამბა "სეზანი"?

სტამბა “სეზანი” 30 წელზე მეტია საქართველოს პოლიგრაფიულ ბაზარზე მოღვაწეობს. ამ დროის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, პროფესიონალთა გუნდი და თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ უმაღლესი ხარისხის ბეჭდური პროდუქცია. ჩვენთვის თითოეული შეკვეთა განსაკუთრებულია, მასშტაბებისა და ტირაჟის მიუხედავად. 

“სეზანის” პოლიგრაფიული სერვისები მრავალფეროვანია. სავიზიტო ბარათების გარდა, ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის წიგნების ბეჭდვას, ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ჟურნალების ბეჭდვას, კორპორატიული თუ პირადი მიზნებისთვის განკუთვნილ ბლოკნოტებზე ბეჭდვას და მრავალი სხვა ტიპის ბეჭდური მასალების შექმნას.

დაგვიკავშირდით, რათა ერთად შევქმნათ ბეჭდური პროდუქტი, რომლებიც თქვენი პროფესიონალიზმისა და ბიზნესის წარმატების საუკეთესო წარმომადგენელი იქნება.

swrafi bechdva

რატომ გვენდობიან?

30+ წლიანი გამოცდილება

„სეზანი“ იყო ერთ-ერთი პირველი ოფსეტური სტამბა საქართველოში. 1993 წლიდან ვემსახურებით კლიენტებს სტაბილურად, პასუხისმგებლობითა და ინდუსტრიაში დაგროვებული ღრმა ცოდნით. ჩვენს წარმატებას ემყარება აკადემიური ფუნდამენტი და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი.

პროფესიონალთა გუნდი და ინდივიდუალური მიდგომა

ჩვენი გუნდის წევრები გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებიც დეტალურად იგებენ გამომცემლობის, ბრენდინგისა და ბეჭდვის სპეციფიკას. თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად — ვუსმენთ, ვმსჯელობთ და ზუსტად ვახორციელებთ კლიენტის იდეებს.

პრემიუმ ხარისხი & ხელით დამუშავება

ჩვენი სტამბა გამოირჩევა ხარისხზე ორიენტაციით და იმით, რომ ყველა პროდუქტი იქმნება ზუსტად, ხშირად — ხელით. ვმუშაობთ პრემიუმ ნედლეულზე, ვაკონტროლებთ ყველა ეტაპს და მიზნად ვისახავთ შედეგს, რაზეც კლიენტი იამაყებს.

დაგვიკავშირდით

დაგვირეკეთ

ნომერი: +995 32 235 70 02

მოგვწერეთ

მეილი: info@cezanne.ge

გვეწვიეთ

მისამართი: 1 King Archil Street Didi Dighomi 0139, Tbilisi, Georgia

შეავსეთ ფორმა

Please enable JavaScript in your browser to complete this form.
Scroll to Top