კატალოგის ბეჭდვა

კატალოგი თქვენი კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დეტალურად გაეცნოს თქვენს პროდუქციასა თუ სერვისებს. ჩვენ გთავაზობთ კატალოგების ბეჭდვის სრულ მომსახურებას, თქვენი ბიზნესის სპეციფიკისა და მიზნების გათვალისწინებით.

+30 წლიანი გამოცდილება

+1000 კმაყოფილი მომხმარებელი

+1000 შესრულებული პროექტი

კატალოგის ბეჭდვა, დიზაინი და აწყობა

სტამბა “სეზანი” დაგეხმარებათ ნულიდან ააწყოთ თქვენი კატალოგი. ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ ციკლს – კონცეფციის გამართვიდან და დიზაინის შექმნიდან, მზა პროდუქციის მიწოდებამდე. ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ შექმნათ ისეთი კატალოგები, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტურად წარუდგენს პოტენციურ მომხმარებლებს თქვენს პროდუქციასა თუ მომსახურებას და, ამასთან გააძლიერებს უშუალოდ ბრენდის ცნობადობასაც. 

დღესაც კი, როდესაც მედიის დიდი ნაწილი გაციფრულებულია, ბეჭდური კატალოგი რჩება მარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად, რომელიც მომხმარებელთან ახლო კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. პროფესიონალური კატალოგის ბეჭდვა ინვესტიციაა გაყიდვების ზრდასა და ბიზნეს მიზნების მიღწევაში. ჩვენთან კი შეგიძლიათ მიიღოთ სრული პოლიგრაფიული მომსახურება გამოცდილი გუნდისგან, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული დეტალის მაღალი ხარისხით შესრულებას.

ფორმატი და მოცულობა

  • A4, A5, A6
  • არასტანდარტული
  • 8-10 გვერდი
  • 64+ გვერდი
  • აკინძვა და დამუშავება

  • თერმული წებო
  • ძაფით კერვა
  • ზამბარა
  • სტეპლერი
  • ყდის დამატებითი დამუშავება

  • ლამინირება
  • ფოლგირება
  • შერჩევითი UV ლაქი
  • რელიეფური ბეჭდვა
  • მასალები და ბეჭდვა

  • ცარცირებული
  • არაცარცირებული
  • ბრისტოლის ქაღალდი
  • სრულ ფერში
  • შავ-თეთრად
  • კატალოგის მახასიათებლები:

    გთავაზობთ კატალოგების აწყობას სტანდარტული (A4, A5, A6) ან თქვენს საჭიროებებზე მორგებული არასტანდარტული ზომით, გვერდების რაოდენობა თქვენი სურვილისამებრ (კომპაქტური 8-10 გვერდიდან სოლიდურ 64+ გვერდამდე) განისაზღვრება.

    შიდა გვერდებისთვის ვიყენებთ 90-150 გრამამდე ცარცის ან არაცარცის ქაღალდს, ხოლო ყდისთვის – 250-350 გრამ სიმკვრივის ცარცის, ბრისტოლის ან დიზაინერულ ქაღალდებს. ბეჭდვა შესაძლებელია როგორც სრულ ფერში, ისე შავ-თეთრად.

    აკინძვის მეთოდები (თერმული წებო, ძაფით კერვა, ზამბარა, სტეპლერი) შეირჩევა გვერდების რაოდენობისა და ქაღალდის სისქის გათვალისწინებით. ყდის ეფექტურობისთვის გთავაზობთ ლამინირებას (მატი, პრიალა, ხავერდოვანი), ფოლგირებას, შერჩევით UV ლაქსა და რელიეფურ ბეჭდვას.

    ვიწყებთ კონსულტაციით ყველა სამუშაო დეტალის (კონცეფცია, დიზაინი, მასალები, ტირაჟი, ვადები) დასაზუსტებლად და გეხმარებით დიზაინში. ვბეჭდავთ მცირე (მინ. 50 ცალი) თუ დიდ ტირაჟებს; ხარისხის კონტროლისთვის შესაძლებელია საცდელი ნიმუშის დამზადებაც.

    რატომ უნდა აირჩიო ჩვენი სტამბა?

    სტამბა “სეზანი” 30 წელზე მეტია პოლიგრაფიულ სფეროშია. ამ დროის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება გვეხმარება შევქმნათ პროდუქცია, რომელიც მაქსიმალურად ერგება ჩვენი მომხმარებლების მოლოდინებსა და მოთხოვნებს. ვისაც დასჭირვებია წიგნების ბეჭდვა თბილისში და ჩვენთან უთანამშრომლია, ყველამ იცის რომ სეზანის მთავარი ფასეულობები ხარისხი, პროფესიონალიზმი და თითოეული პროექტისადმი ინდივიდუალური მიდგომაა.

    “სეზანის” სერვისები გთავაზობთ სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას. ჩვენს გუნდთან ერთად შეგიძლიათ არა მარტო კატალოგების, არამედ პერიოდული ჟურნალების დაბეჭდვა, პრაქტიკული კალენდრების დამზადება თუ ეფექტური სარეკლამო ფლაერების ბეჭდვა თბილისში.

    ენდეთ ჩვენს გამოცდილებას. დაგვიკავშირდით, გაგვიზიარეთ თქვენი იდეები და ერთად შევქმნათ გამორჩეული პოლიგრაფიული პროდუქცია, რომელიც თქვენი ბიზნესის წარმატებას შეუწყობს ხელს.

    swrafi bechdva

    რატომ გვენდობიან?

    30+ წლიანი გამოცდილება

    „სეზანი“ იყო ერთ-ერთი პირველი ოფსეტური სტამბა საქართველოში. 1993 წლიდან ვემსახურებით კლიენტებს სტაბილურად, პასუხისმგებლობითა და ინდუსტრიაში დაგროვებული ღრმა ცოდნით. ჩვენს წარმატებას ემყარება აკადემიური ფუნდამენტი და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი.

    პროფესიონალთა გუნდი და ინდივიდუალური მიდგომა

    ჩვენი გუნდის წევრები გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებიც დეტალურად იგებენ გამომცემლობის, ბრენდინგისა და ბეჭდვის სპეციფიკას. თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად — ვუსმენთ, ვმსჯელობთ და ზუსტად ვახორციელებთ კლიენტის იდეებს.

    პრემიუმ ხარისხი & ხელით დამუშავება

    ჩვენი სტამბა გამოირჩევა ხარისხზე ორიენტაციით და იმით, რომ ყველა პროდუქტი იქმნება ზუსტად, ხშირად — ხელით. ვმუშაობთ პრემიუმ ნედლეულზე, ვაკონტროლებთ ყველა ეტაპს და მიზნად ვისახავთ შედეგს, რაზეც კლიენტი იამაყებს.

    დაგვიკავშირდით

    დაგვირეკეთ

    ნომერი: +995 32 235 70 02

    მოგვწერეთ

    მეილი: info@cezanne.ge

    გვეწვიეთ

    მისამართი: 1 King Archil Street Didi Dighomi 0139, Tbilisi, Georgia

    შეავსეთ ფორმა

    Please enable JavaScript in your browser to complete this form.
    Scroll to Top