კალენდრების დამზადება

შექმენით გამორჩეული კალენდრები თქვენი იდეებისა და საჭიროებების მიხედვით. შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის კალენდრის დამზადება – იქნება ეს კედლის, პრაქტიკული მაგიდის, თუ კომპაქტური ჯიბის კალენდარი.

+30 წლიანი გამოცდილება

+1000 კმაყოფილი მომხმარებელი

+1000 შესრულებული პროექტი

კალენდრის დიზაინი, ბეჭდვა და აწყობა

კალენდარი ერთდროულად ინფორმაციული, პრაქტიკული და ეფექტური სარეკლამო ინსტრუმენტია. მისი დახმარებით შეგიძლიათ მომხმარებელს წელიწადში თორმეტი თვის მანძილზე შეახსენოთ თქვენი ბრენდის შესახებ. “სეზანში” შეძლებთ სრულად ინდივიდუალიზებული კალენდრის დამზადებას, რომელშიც ყველა დეტალი თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება.

ჩვენ დაგეხმარებით შექმნათ პროდუქტს, რომელიც ეფექტურად გადმოსცემს თქვენი ბრენდის ვიზუალურ იდენტობას და ზრდის ცნობადობას დროის განმავლობაში. იქნება ეს კომპანიის ლოგოთი და ფერებით კალენდრის ისე გაფორმება, რომ დიზაინი არ გადაიტვირთოს, ორიგინალური სასაჩუქრე გამოცემის შექმნა, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს იდეის სრულფასოვნად, მაღალი ხარისხით განხორციელებას. სტამბა “სეზანთან” თანამშრომლობისას მიიღებთ სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას, დიზაინის შექმნის ეტაპზე კონსულტაციებიდან მზა პროდუქციის მიწოდებამდე.

კედლის კალენდრები

  • A2 (სტანდარტული)
  • A1 (სტანდარტული)
  • სხვა ზომები
  • მაგიდის კალენდრები

  • A5 (სტანდარტული)
  • A4 (სტანდარტული)
  • A3 ფორმატები
  • ბეჭდვა და მასალები

  • ოფსეტური ქაღალდი
  • სპეციალური ქაღალდი
  • ფერადი / შავ-თეთრი
  • აკინძვა და დამუშავება

  • ზამბარა / ხვრელი
  • კლიპი
  • მაგნიტი
  • როგორ იქმნება თქვენი კალენდარი?

    ბეჭდვისთვის ვიყენებთ მაღალი ხარისხის ოფსეტურ ან ფაქტურულ ქაღალდს, რომლის სისქესაც თქვენ ირჩევთ. შესაძლებელია როგორც სრული ფერადი, ისე შავ-თეთრი ბეჭდვა, თქვენი ლოგოს, სარეკლამო ინფორმაციისა და სასურველი თარიღების დატანით.

    ასევე, გთავაზობთ აკინძვის მრავალფეროვან მეთოდებს (ზამბარა, ხვრელი, კლიპი, მაგნიტი და ა.შ.) და ლამინირებას, პროდუქტის ვიზუალური ეფექტისა და გამძლეობის გასაუმჯობესებლად.

    ბეჭდვის დაწყებამდე აუცილებლად გავივლით კონსულტაციას, სადაც დეტალურად განვიხილავთ თქვენს იდეებსა და მოთხოვნებს. ჩვენი დიზაინერები დაგეხმარებიან კონცეფციის სრულყოფაში ან სრულიად ახალი დიზაინის შექმნაში. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საცდელი ეგზემპლარის დამზადებაც, რათა დარწმუნდეთ საბოლოო პროდუქტის ხარისხში.

    რატომ უნდა აირჩიოთ სტამბა "სეზანი"?

    სტამბა “სეზანი” 30 წელზე მეტია ქმნის გამორჩეულ პოლიგრაფიულ პროდუქციას. ჩვენი მრავალწლიან გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდისთვის თითოეული პროექტი მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვცდილობთ, ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად მივუდგეთ და საბოლოო პროექტი მაქსიმალურ თანხვედრაში მოვიყვანოთ მათ იდეებთან.

    ჩვენი პოლიგრაფიული სერვისები მრავალმხრივია. მოგვმართეთ, თუ გესაჭიროებათ წიგნების ბეჭდვის სერვისი, მაღალი ხარისხის ჟურნალების ბეჭდვა, კორპორატიული ბლოკნოტების ბრენდირება თუ ეფექტური სარეკლამო ფლაერების ბეჭდვა.

    დაგვიკავშირდით, და ერთად შევქმნათ საუკეთესო ბეჭდური მასალები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში თქვენი ბრენდის საუკეთესო წარმომადგენელი იქნება.

    swrafi bechdva

    რატომ გვენდობიან?

    30+ წლიანი გამოცდილება

    „სეზანი“ იყო ერთ-ერთი პირველი ოფსეტური სტამბა საქართველოში. 1993 წლიდან ვემსახურებით კლიენტებს სტაბილურად, პასუხისმგებლობითა და ინდუსტრიაში დაგროვებული ღრმა ცოდნით. ჩვენს წარმატებას ემყარება აკადემიური ფუნდამენტი და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი.

    პროფესიონალთა გუნდი და ინდივიდუალური მიდგომა

    ჩვენი გუნდის წევრები გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებიც დეტალურად იგებენ გამომცემლობის, ბრენდინგისა და ბეჭდვის სპეციფიკას. თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად — ვუსმენთ, ვმსჯელობთ და ზუსტად ვახორციელებთ კლიენტის იდეებს.

    პრემიუმ ხარისხი & ხელით დამუშავება

    ჩვენი სტამბა გამოირჩევა ხარისხზე ორიენტაციით და იმით, რომ ყველა პროდუქტი იქმნება ზუსტად, ხშირად — ხელით. ვმუშაობთ პრემიუმ ნედლეულზე, ვაკონტროლებთ ყველა ეტაპს და მიზნად ვისახავთ შედეგს, რაზეც კლიენტი იამაყებს.

    დაგვიკავშირდით

    დაგვირეკეთ

    ნომერი: +995 32 235 70 02

    მოგვწერეთ

    მეილი: info@cezanne.ge

    გვეწვიეთ

    მისამართი: 1 King Archil Street Didi Dighomi 0139, Tbilisi, Georgia

    შეავსეთ ფორმა

    Please enable JavaScript in your browser to complete this form.
    Scroll to Top