სასაჩუქრე ჩანთები
„სეზანის“ სასაჩუქრე ჩანთა მეტია, ვიდრე უბრალოდ შეფუთვა. ეს არის თქვენი ბრენდის ისტორიის საბოლოო, ყველაზე დასამახსოვრებელი შტრიხი, რომელიც პირველივე შეხებით მეტყველებს ხარისხსა და ღირებულებაზე.
+30 წლიანი გამოცდილება
+1000 კმაყოფილი მომხმარებელი
+1000 შესრულებული პროექტი
სასაჩუქრე ჩანთების ბრენდირება
სასაჩუქრე ჩანთას დღეს უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ ნივთის კომფორტულად გადაადგილება. ეს არის შენაძენის ბოლო, სამახსოვრო შტრიხი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს პირველ შთაბეჭდილებას ბრენდთან ინტერაქციისას.
ხარისხიანი სასაჩუქრე ჩანთა ზრდის ბრენდის პრესტიჟს კლიენტებისა და პარტნიორების თვალში. ამასთან, ის „მოძრავ რეკლამად“ იქცევა, რომელიც მაღაზიის დატოვების შემდეგაც აგრძელებს თქვენი კომპანიის წარდგენას ფართო აუდიტორიის წინაშე.
ბეჭდვისას სტამბა „სეზანი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ბრენდირებულ ჩანთებს, რომლებიც თქვენს კომპანიას ღირსეულად წარმოაჩენს. ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას და უზრუნველყოფს, რომ ჩანთის დიზაინი და ხარისხი თქვენს მარკეტინგულ მიზნებს ემსახურებოდეს — გაზარდოს ბრენდის მიმზიდველობა ახალი აუდიტორიისთვის და გააძლიეროს მისი იდენტობა არსებული მომხმარებლის თვალში.
ფორმატი, მასალები და ექსკლუზიური დეტალები
ჩვენი სასაჩუქრე ჩანთები მყარი და მაღალხარისხოვანი 200-250 გრამიანი ქაღალდისგან მზადდება, რაც პროდუქტს გამძლეობასა და სოლიდურ ვიზუალს სძენს. გთავაზობთ როგორც სტანდარტულ, ისე თქვენი პროდუქტისთვის მორგებულ ინდივიდუალურ ზომებს. სახელურები შეგიძლიათ შეარჩიოთ გამძლე თოკისგან ან ელეგანტური ლენტისგან.
დიზაინის დასრულებული იერისთვის, გთავაზობთ ლამინირების მრავალფეროვან არჩევანს: პრიალა („გლოსი“), მქრქალი („მატი“), დახვეწილი ხავერდოვანი („ბარხატი“) ან ეფექტური ბრჭყვიალა („სპარკლი“) ზედაპირი.
თქვენი დიზაინის კიდევ უფრო გამორჩეულობისთვის, შეგვიძლია დავამატოთ ექსკლუზიური ეფექტები: რელიეფური ლოგო ჩაბურცვით, დიზაინის გამდიდრება ფოლგირებით (ოქროსფერი, ვერცხლისფერი და სხვა) და კონკრეტული ელემენტების, მაგალითად ლოგოს, გამოკვეთა შერჩევითი პრიალა ლაქით. ასეთი დეტალები თქვენს ბრენდირებულ ჩანთებსა და სასაჩუქრე ყუთებს განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს გახდის.
რატომ უნდა აირჩიოთ სტამბა "სეზანი" ქაღალდის პარკების ბრენდირებისთვის?
ჩვენი მიზანია, საბოლოო შედეგმა თქვენს მოლოდინს გადააჭარბოს. თუ მზა დიზაინი არ გაქვთ, ჩვენი გუნდი მის შექმნაშიც დაგეხმარებათ. პროცესი სრულად თქვენზეა მორგებული — დავამზადებთ ნებისმიერი, მათ შორის არასტანდარტული ზომის ჩანთას. ასევე, შეგიძლიათ შეუკვეთოთ შესაბამისი სასაჩუქრე ყუთები, რათა სრული ბრენდირებული კომპლექტი მიიღოთ.
მაღალი ხარისხისა და ფერების სიზუსტისთვის ვიყენებთ ოფსეტური ბეჭდვის ტექნოლოგიას, რომელიც იდეალურია დიდი ტირაჟისთვის (მინიმუმ 300 ცალი). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ მეთოდის გამო საცდელი ეგზემპლარის დამზადება შეუძლებელია და იბეჭდება სრული ტირაჟი.
სტამბა „სეზანს“ საქართველოს ბაზარზე მუშაობის 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. ჩვენ ვართ თქვენი სანდო პარტნიორი და ვქმნით ნებისმიერი სირთულის ბეჭდურ პროდუქციას — წიგნებიდან სავიზიტო ბარათებამდე. ენდეთ ჩვენს გამოცდილებას, დაგვიკავშირდით და ერთად შევქმნათ სასაჩუქრე ჩანთები, რომლებიც თქვენს ბრენდს საუკეთესოდ წარმოაჩენს.
რატომ გვენდობიან?
30+ წლიანი გამოცდილება
„სეზანი“ იყო ერთ-ერთი პირველი ოფსეტური სტამბა საქართველოში. 1993 წლიდან ვემსახურებით კლიენტებს სტაბილურად, პასუხისმგებლობითა და ინდუსტრიაში დაგროვებული ღრმა ცოდნით. ჩვენს წარმატებას ემყარება აკადემიური ფუნდამენტი და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი.
პროფესიონალთა გუნდი და ინდივიდუალური მიდგომა
ჩვენი გუნდის წევრები გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებიც დეტალურად იგებენ გამომცემლობის, ბრენდინგისა და ბეჭდვის სპეციფიკას. თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად — ვუსმენთ, ვმსჯელობთ და ზუსტად ვახორციელებთ კლიენტის იდეებს.
პრემიუმ ხარისხი & ხელით დამუშავება
ჩვენი სტამბა გამოირჩევა ხარისხზე ორიენტაციით, მსხვილი ტირაჟებით (50+) და იმით, რომ ყველა პროდუქტი იქმნება ზუსტად, ხშირად — ხელით. ვმუშაობთ პრემიუმ ნედლეულზე, ვაკონტროლებთ ყველა ეტაპს და მიზნად ვისახავთ შედეგს, რაზეც კლიენტი იამაყებს.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ხდება ქაღალდის პარკებისა და ჩანთების ბრენდირება სეზანში ?
ქაღალდის პარკებისა და ჩანთების ბრენდირებისას პირველ ეტაპზე ზუსტდება ვიზუალური მიმართულება: ბრენდის ლოგო, ფერები და ის, რა ინფორმაცია ან დიზაინი უნდა დაიბეჭდოს. შესაძლებელია როგორც ლოგოთი და დამატებითი გრაფიკული ელემენტებით გაფორმება, ისე სადა დიზაინის შექმნა, რომელიც მხოლოდ ბრენდის ფერებსა და ვიზუალურ იდენტობას ინარჩუნებს. ამის შემდეგ დიზაინი ერგება შერჩეული პარკის ან ჩანთის ფორმატს და მზადდება დასაპრინტად.
რა უნდა გავითვალისწინოთ ბრენდირებული ქაღალდის პარკების დამზადებისას?
ბრენდირებული ჩანთის დამზადებისას წინასწარ უნდა განისაზღვროს ზომა, ქაღალდის ტიპი, სახელურის ფორმა, დიზაინი და სასურველი შედეგი. „სეზანში“ ჩანთები მზადდება სხვადასხვა გრამაჟობის ქაღალდისგან, შესაძლებელია როგორც სტანდარტული, ისე ინდივიდუალური ზომის შერჩევა.
დიზაინის მიხედვით კი შეიძლება გამოყენებული იყოს მქრქალი, პრიალა, ხავერდოვანი ან ბრჭყვიალა ლამინირება, ასევე ფოლგირება, ლოგოს ჩაბურცვა და პრიალა ან მატი ლაქი.
რა მასალისგან მზადდება ბრენდირებული ჩანთები?
„სეზანში“ ბრენდირებული ჩანთები მზადდება სხვადასხვა ზომისა და გრამაჟობის მქონე ქაღალდისგან. ჩანთის დანიშნულების მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის საბოლოო ვიზუაალის შერჩევაც, მათ შორის პრიალა, მქრქალი, ხავერდოვანი ან ბრჭყვიალა ლამინირება. ქაღალდის პარკების ბრენდირებისას დიზაინს შეიძლება დაემატოს ფოლგირება, ლოგოს ჩაბურცვა ან შერჩევითი პრიალა ლაქი. სახელურებისთვის კი გამოიყენება როგორც თოკი, ისე ლენტი და ხანდახან თვითონ ფურცელი.
რა ზომებითა და მინიმალური ტირაჟებით მზადდება ბრენდირებული ჩანთები?
ბრენდირებული ჩანთის დამზადება შესაძლებელია როგორც სტანდარტული, ისე ინდივიდუალური ზომით, პროდუქტის ფორმატისა და დანიშნულების მიხედვით. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა ჩანთა კონკრეტული პროდუქტის, სასაჩუქრე ნაკრების ან შეფუთვის ზომებს უნდა მოერგოს. „სეზანში“ ბრენდირებული ჩანთები ოფსეტური ბეჭდვის მეთოდით მზადდება და მინიმალური ტირაჟი 50 ცალია. ამ ტექნოლოგიის გამო საცდელი ერთი ეგზემპლარის დაბეჭდვა ვერ ხდება და იბეჭდება სრული ტირაჟი.
შესაძლებელია თუ არა ჩანთის დიზაინის მომზადება „სეზანში“?
დიახ. თუ ჩანთის ბრენდირებისთვის მზა დიზაინი არ გაქვთ, „სეზანის“ გუნდი მის მომზადებაშიც დაგეხმარებათ. პირველ ეტაპზე ზუსტდება ბრენდის ლოგო, ფერები, დასაბეჭდი ინფორმაცია და სასურველი ვიზუალური მიმართულება. ამის შემდეგ დიზაინი ერგება შერჩეული ჩანთის ზომასა და ფორმატს
შეავსეთ ფორმა