სავიზიტო ბარათების დამზადება
ეფექტურად წარუდგინეთ თქვენი ბრენდი და პროფესიული იდენტობა მაღალი ხარისხის, დახვეწილი სავიზიტო ბარათებით. თბილისში არსებული სტამბა “სეზანი” გთავაზობთ ინდივიდუალურ დიზაინს, მასალების ფართო არჩევანსა და თანამედროვე ბეჭდვით ტექნოლოგიებს
+30 წლიანი გამოცდილება
+1000 კმაყოფილი მომხმარებელი
+1000 შესრულებული პროექტი
სავიზიტო ბარათები – თქვენი პროფესიული იდენტობა
ციფრულ ეპოქაშიც კი ეფექტური დიზანის სავიზიტო ბარათები შეუცვლელი იარაღია, როდესაც საქმე ბიზნეს კომუნიკაციას ეხება. ეს კომპაქტური მუყაოს ნაჭერი არა უბრალოდ საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლის საშუალება, არამედ ბრენდის ვიზუალური იმიჯის წარმოჩენის ეფექტური იარაღი, რომელსაც შეუძლია პირველივე მომენტიდან დაამახსოვროს პოტენციურ პარტნიორს პირადად თქვენი თუ თქვენი ბიზნესის სახელი.
თუ გსურთ უმაღლესი ხარისხის სავიზიტო ბარათების დამზადება, მოგვმართეთ. ჩვენი სტამბა საქართველოში უზრუნველყოფს ისეთი სავიზიტო ბარათების დაბეჭდვას, რომლის დახმარებითაც საქმიან პარტნიორებსა და პოტენციურ კლიენტებზე ხანგრძლივ დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ.
ფორმატები, მასალები და საბაზისო დამუშავება
ჩვენთან შეგიძლიათ დაამზადოთ სხვადასხვა ტიპისა თუ ფორმის სავიზიტო ბარათები. შესაძლებელია როგორც სტანდარტული, ისე ინდივიდუალური ფორმატის (მაგალითად, მინი) ბარათების შექმნა და სახასიათო დეტალების (მაგალითად, მომრგვალებული კუთხეების) დამატება. შესაძლოა ცალმხრივად, ისე ორმხრივად ბეჭდვა, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენ დიზაინსა და ინფორმაციის განაწილებაზე.
მასალების ფართო არჩევანი საშუალებას მოგცემთ, შექმნათ უნიკალური სავიზიტო ბარათი. ვიყენებთ 200-დან 300 გრამამდე სიმკვრივის მაღალხარისხიან სტანდარტულ და სპეციალურ ქაღალდებს. განსაკუთრებით ეფექტური და არასტანდარტული ვიზუალისთვის, გირჩევთ სპეცქაღალდების გამოყენებას. ბარათის გამძლეობისა და დამატებითი ეფექტებისთვის, გთავაზობთ რამდენიმე სახის ლამინირებას: მატი, პრიალა ან ხავერდოვანი (ე.წ. “ბარხატი”).
დამუშავება და საკონსულტაციო პროცესი
განსაკუთრებული და გამორჩეული იერსახისთვის სავიზიტო ბარათები შეგიძლიათ დამატებით დაამუშაოთ. ხელმისაწვდომია ოქროს, ვერცხლის ან სხვა ფერებით ფოლგირება, როგორც ცარცის, ისე სპეცქაღალდებზე. ასევე გთავაზობთ Spot UV ლაქით შერჩევითი დაფარვის სერვისებს, რაც განსაკუთრებით ეფექტურია თუ გსურთ კონკრეტული ვიზუალური დეტალებისთვის ხაზგასმა.
სავიზიტო ბარათების შექმნამდე გავივლით კონსულტაციიას, რომლის ფარგლებშიც დაგეხმარებით არსებული დიზაინის ადაპტირებაში ან სრულიად ახალი კონცეფციის შემუშავებაში და მასალების შერჩევაში.
რატომ უნდა აირჩიოთ სტამბა "სეზანი"?
სტამბა “სეზანი” 30 წელზე მეტია საქართველოს პოლიგრაფიულ ბაზარზე მოღვაწეობს. ამ დროის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, პროფესიონალთა გუნდი და თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ უმაღლესი ხარისხის ბეჭდური პროდუქცია. ჩვენთვის თითოეული შეკვეთა განსაკუთრებულია, მასშტაბებისა და ტირაჟის მიუხედავად.
“სეზანის” პოლიგრაფიული სერვისები მრავალფეროვანია. სავიზიტო ბარათების გარდა, ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის წიგნების ბეჭდვას, ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ჟურნალების ბეჭდვას, კორპორატიული თუ პირადი მიზნებისთვის განკუთვნილ ბლოკნოტების ბეჭდვას და მრავალი სხვა ტიპის ბეჭდური მასალების შექმნას.
დაგვიკავშირდით, რათა ერთად შევქმნათ ბეჭდური პროდუქტი, რომლებიც თქვენი პროფესიონალიზმისა და ბიზნესის წარმატების საუკეთესო წარმომადგენელი იქნება.
რატომ გვენდობიან?
30+ წლიანი გამოცდილება
„სეზანი“ იყო ერთ-ერთი პირველი ოფსეტური სტამბა საქართველოში. 1993 წლიდან ვემსახურებით კლიენტებს სტაბილურად, პასუხისმგებლობითა და ინდუსტრიაში დაგროვებული ღრმა ცოდნით. ჩვენს წარმატებას ემყარება აკადემიური ფუნდამენტი და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი.
პროფესიონალთა გუნდი და ინდივიდუალური მიდგომა
ჩვენი გუნდის წევრები გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებიც დეტალურად იგებენ გამომცემლობის, ბრენდინგისა და ბეჭდვის სპეციფიკას. თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად — ვუსმენთ, ვმსჯელობთ და ზუსტად ვახორციელებთ კლიენტის იდეებს.
პრემიუმ ხარისხი & ხელით დამუშავება
ჩვენი სტამბა გამოირჩევა ხარისხზე ორიენტაციით, მსხვილი ტირაჟებით (50+) და იმით, რომ ყველა პროდუქტი იქმნება ზუსტად, ხშირად — ხელით. ვმუშაობთ პრემიუმ ნედლეულზე, ვაკონტროლებთ ყველა ეტაპს და მიზნად ვისახავთ შედეგს, რაზეც კლიენტი იამაყებს.
ხშირად დასმული კითხვები სავიზიტო ბარათების დამზადებაზე
ონლაინ თუ არის შესაძლებელი დამზადება?
სავიზიტო ბარათების დასამზადებლად ონლაინ შეკვეთის დასაწყებად შეგიძლიათ ვებსაიტზე შეავსოთ საკონტაქტო ფორმა. კონსულტაციის დროს დაზუსტდება სასურველი ფორმატი, ქაღალდი, ბეჭდვა ცალმხრივი უნდა იყოს თუ ორივე მხარეს, დიზაინი და დამატებითი დამუშავება. თუ მზა მაკეტი უკვე გაქვთ, შესაძლებელია მისი ბეჭდვისთვის მომზადება, ხოლო ახალი დიზაინის შემთხვევაში კონცეფცია ცალკე შემუშავდება.
როგორ გავაკეთოთ სავიზიტო ბარათი, თუ მზა დიზაინი არ გვაქვს?
როგორ გავაკეთოთ სავიზიტო ბარათი, თუ მზა დიზაინი არ გვაქვს?
თუ მზა დიზაინი არ გაქვთ, პროცესი კონსულტაციით იწყება. „სეზანის“ გუნდთან ერთად შეგიძლიათ განსაზღვროთ ვიზუალური კონცეფცია, ინფორმაციის ბარათზე განაწილება, ფორმატი და მასალა. სავიზიტო ბარათების დიზაინი წინასწარ უნდა ითვალისწინებდეს შერჩეულ ქაღალდსა და დამატებით დამუშავებასაც, რადგან ეს დეტალები საბოლოო ვიზუალზე გავლენას ახდენს.
რომელი და რომელი ქაღალდით დამზადებაა შესაძლებელი და როგორ უნდა აირჩეს?
სავიზიტო ბარათის ქაღალდი შეიძლება იყოს როგორც სტანდარტული, ისე სპეციალური. „სეზანი“ იყენებს 200 გრამიდან 300 გრამამდე სიმკვრივის ქაღალდებს. განსხვავებული ვიზუალური ეფექტისთვის შეიძლება შეირჩეს სპეცქაღალდი, ხოლო ზედაპირი დამატებით დამუშავდეს მატი, პრიალა ან ხავერდოვანი ლამინირებით.
რა ზომისა და ფორმის შეიძლება იყოს ბარათი?
სავიზიტო ბარათის ზომა მხოლოდ სტანდარტული ფორმატით არ შემოიფარგლება. შესაძლებელია ინდივიდუალური, დიდი და მინი ზომებში დამზადებაც. დიზაინის მიხედვით ბარათს შეიძლება ჰქონდეს მომრგვალებული ან წაწვეტებული კუთხეები ან საერთოდ განსხვავებული ფორმები, ამიტომ ფორმატი სასურველია მაკეტის მომზადების ეტაპზევე განისაზღვროს.
შესაძლებელია თუ არა როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი ბეჭდვა?
სავიზიტო ბარათების ბეჭდვა შესაძლებელია როგორც ერთ, ისე ორივე მხარეს. არჩევანი დიზაინსა და ინფორმაციის განაწილებაზეა დამოკიდებული. ცალმხრივ ვარიანტში მთელი ინფორმაცია ერთ ზედაპირზე თავსდება, ორმხრივ ფორმატში კი ტექსტი და ვიზუალური ელემენტები ორივე მხარეს ნაწილდება.
რა განსაზღვრავს სავიზიტო ბარათების ფასს?
სავიზიტო ბარათების ფასის დასადგენად გასათვალისწინებელია ფორმატი, ქაღალდის ტიპი, ბეჭდვის მხარეები და არჩეული დამუშავების მექანიზმი. ღირებულებაზე გავლენას ახდენს ლამინირების ტიპი, ფოლგირება და Spot UV ლაქით შერჩევითი დაფარვაც. საბოლოო ფასი კონკრეტული შეკვეთის პარამეტრებისა და რაოდენობის შეთანხმების შემდეგ განისაზღვრება.
როგორ შეიძლება ორიგინალური სავიზიტო ბარათების შექმნა?
ორიგინალური სავიზიტო ბარათებისთვის შეიძლება შეირჩეს სპეციალური ქაღალდი, განსხვავებული ფორმატი, მინი ზომა ან სპეციფიკური ფორმები. ვიზუალური ეფექტის გასაძლიერებლად გამოიყენება მატი, პრიალა და ხავერდოვანი ლამინირება, ოქროს, ვერცხლის ან სხვა ფერის ფოლგირება და Spot UV ლაქით დაფარვა. კონკრეტული ვარიანტი დიზაინსა და არჩეულ მასალასთან ერთად შეირჩევა.
შეავსეთ ფორმა