ფლაერების ბეჭდვა

ციფრული რეკლამის ეპოქაში, მიეცით თქვენს მომხმარებელს რაღაც რეალური და დასამახსოვრებელი. პროფესიონალურად დაბეჭდილი ფლაერი არა მხოლოდ ინფორმაციას გადასცემს, არამედ ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, რომელიც რჩება. ჩვენ თქვენს იდეას ვაქცევთ მაღალი ხარისხის ბეჭდურ პროდუქტად, რომელიც ყურადღებას იპყრობს და ნდობას აღძრავს.

+30 წლიანი გამოცდილება

+1000 კმაყოფილი მომხმარებელი

+1000 შესრულებული პროექტი

სწრაფი, ხელმისაწვდომი და ეფექტური

ციფრული მარკეტინგის ეპოქაშიც კი, ბეჭდური ფლაერი აქტუალობი პრომო მასალაა. ის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ, ხელმისაწვდომ და ეფექტურ საშუალებად მიზნობრივ აუდიტორიასთან პირდაპირი კომუნიკაციის დასამყარებლად. ის საშუალებას გაძლევთ, თქვენი გზავნილი — იქნება ეს სპეციალური აქცია, ახალი პროდუქტის ანონსი, ღონისძიება თუ უბრალოდ კომპანიის შესახებ ინფორმაცია — მაქსიმალურად სწრაფად მოხვდეს პირდაპირ მომხმარებლის ხელში.

სტამბა „სეზანი“ გთავაზობთ ფლაერების ბეჭდვის სრულ მომსახურებას, რათა თქვენი მარკეტინგული კამპანია წარმატებით განახორციელოთ. ჩვენი გუნდის მიზანია, შევქმნათ ვიზუალურად მიმზიდველი და შინაარსობრივად დატვირთული, მაღალი ხარისხის, ეფექტური სარეკლამო ფლაერები, რომლებიც მომხმარებლის ყურადღებას მიიპყრობს და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ფლაერების ფორმატი, მასალა და დიზაინი

ჩვენთან შეგიძლიათ დაბეჭდოთ ნებისმიერი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული სტანდარტული თუ არასტანდარტული ზომის ფლაერი. “სეზანში” კლასიკური ფლაერს ვუწოდებთ პრომო მასალას, რომელიც ერთ ფურცელზე და ორ გვერდზე თავსდება (წინა და უკანა მხარე). თუ თქვენი ჩაფიქრებული დიზაინი ფურცლის კეცვას მოითხოვს და მეტ გვერდზე ვრცელდება, ის უკვე ბუკლეტი (4-გვერდიანი კეცვა) ან ტრიპლეტია (6-გვერდიანი კეცვა). 

თუ გსურთ თქვენი ფლაერის ვიზუალური ეფექტის გაძლიერება (და თან გსურთ უფრო გამძლეც იყოს), გირჩევთ გამოიყენოთ დამატებით ლამინირება. “სეზანში” გთავაზობთ ლამინირების სხვადასხვა სახეობას: პრიალას (გლოსი), მატს, ხავერდოვანსა (ბარხატი) და ბრჭყვიალას (სპარკლი). 

თუ მზა დიზაინი არ გაქვთ, ჩვენ დაგეხმარებით ფაილის პროფესიონალურ დაკაბადონებაში. ჩვენი გუნდის წევრები უზრუნველყოფენ, რომ ფლაერების დამზადება მოხდეს უმაღლესი სტანდარტების დაცვით. პროცესი მაქსიმალურად მარტივია: თქვენ გვიკავშირდებით, გვიზიარებთ თქვენს იდეასა და დიზაინს, ჩვენ კი მას ეფექტურ სარეკლამო მასალად ვაქცევთ.

რატომ უნდა აირჩიოთ სტამბა "სეზანი"?

სტამბა „სეზანის“ საქართველოს პოლიგრაფიულ ბაზარზე საქმიანობა უკვე სამ ათეულ წელიწადზე მეტს ითვლის. ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბრენდის ინდივიდუალური იმიჯის შექმნაში ბეჭდურ მარკეტინგულ მასალებს. თქვენ გაქვთ სრული გარანტია, რომ პროექტს ინდივიდუალურად მივუდგებით, რათა საბოლოო პროდუქტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს კონკრეტულად თქვენი კამპანიის მიზნებს.

ჩვენი სერვისები მრავალფეროვანია და მოიცავს სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას. ფლაერების გარდა, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ნებისმიერი სირთულის ბეჭდურ პროდუქციას, იქნება ეს დიდი ტირაჟის წიგნების, ჟურნალებისა და კატალოგების ბეჭდვა, თუ ინდივიდუალიზებული კორპორატიული საჩუქრებისთვის მცირე ტირაჟის განსაკუთრებული, დახვეწილი პრემიუმ შეფუთვა.

ენდეთ „სეზანის“ გამოცდილებას. დაგვიკავშირდით, გაგვიზიარეთ თქვენი იდეა და ერთად შევქმნათ ფლაერი, რომელიც ნამდვილად მუშაობს და თქვენი ბრენდის ცნობადობას ზრდის.

რატომ გვენდობიან?

30+ წლიანი გამოცდილება

„სეზანი“ იყო ერთ-ერთი პირველი ოფსეტური სტამბა საქართველოში. 1993 წლიდან ვემსახურებით კლიენტებს სტაბილურად, პასუხისმგებლობითა და ინდუსტრიაში დაგროვებული ღრმა ცოდნით. ჩვენს წარმატებას ემყარება აკადემიური ფუნდამენტი და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი.

პროფესიონალთა გუნდი და ინდივიდუალური მიდგომა

ჩვენი გუნდის წევრები გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებიც დეტალურად იგებენ გამომცემლობის, ბრენდინგისა და ბეჭდვის სპეციფიკას. თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად — ვუსმენთ, ვმსჯელობთ და ზუსტად ვახორციელებთ კლიენტის იდეებს.

პრემიუმ ხარისხი & ხელით დამუშავება

ჩვენი სტამბა გამოირჩევა ხარისხზე ორიენტაციით და იმით, რომ ყველა პროდუქტი იქმნება ზუსტად, ხშირად — ხელით. ვმუშაობთ პრემიუმ ნედლეულზე, ვაკონტროლებთ ყველა ეტაპს და მიზნად ვისახავთ შედეგს, რაზეც კლიენტი იამაყებს.

დაგვიკავშირდით

დაგვირეკეთ

ნომერი: +995 32 235 70 02

მოგვწერეთ

მეილი: info@cezanne.ge

გვეწვიეთ

მისამართი: 1 King Archil Street Didi Dighomi 0139, Tbilisi, Georgia

შეავსეთ ფორმა

Please enable JavaScript in your browser to complete this form.
Scroll to Top