სასაჩუქრე ყუთები

შექმენით დაუვიწყარი შთაბეჭდილება ერთი შეხედვით. „სეზანის“ პრემიუმ შეფუთვა არის პირველი შეხება, რომელიც თქვენი პროდუქტის ხარისხსა და ღირებულებაზე მეტყველებს. ჩვენ მას საუკეთესო, ყველაზე დახვეწილი ფორმით წარვადგენთ.

+30 წლიანი გამოცდილება

+1000 კმაყოფილი მომხმარებელი

+1000 შესრულებული პროექტი

სასაჩუქრე ყუთების დიზაინი, ბეჭდვა და აწყობა

ციფრულ ეპოქაში, როცა მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა განსაკუთრებით რთულია, პირველ შთაბეჭდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეფუთვა არის პირველი, რასაც მომხმარებელი ხედავს და ეხება; სწორედ ის ქმნის წარმოდგენას პროდუქტის ხარისხზე, ესთეტიკასა და იმ ემოციაზე, რომელიც მასთან ასოცირდება. შესაბამისად, პროფესიონალურად დამზადებული შეფუთვა ბრენდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

სტამბა „სეზანი“ გთავაზობთ სასაჩუქრე ყუთების დამზადების სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას, რომელიც თქვენს წარმოდგენას ბრენდის შესახებ ხელშესახებ რეალობად აქცევს. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ პროცესის ყველა ეტაპზე — კონცეფციიდან და დიზაინიდან მზა პროდუქციის დამზადებამდე. ჩვენ ვქმნით ყუთებს, რომლებიც არა მხოლოდ დაიცავს თქვენს პროდუქტს, არამედ გაზრდის მის ღირებულებას

მასალები და ფაქტურა

  • უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალები
  • პრემიუმ კლასის სპეც-ქაღალდები (მაგ: Gmund)
  • შიდა დეკორატიული ჩანართები
  • ბეჭდვა და პერსონალიზაცია

  • ციფრული, ოფსეტური, ტრაფარეტული ბეჭდვა
  • ლოგო, სლოგანი, ინდივიდუალური გრაფიკა
  • QR კოდის და პროდუქტის ინფორმაციის დატანა
  • პრემიუმ შეფუთვის ტექნიკური მახასიათებლები

    ჩვენთან არ ხართ შეზღუდული სტანდარტული ფორმებითა და ზომებით. ჩვენ ვქმნით ნებისმიერი სირთულის კონსტრუქციას – ფორმა და მასშტაბები მაქსიმალურად ერგება თქვენი პროდუქტის შიდა ზომებს. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი დიზაინით შექმნათ მტკიცე და მყარი, მაგნიტიანი ყუთები, რომლებიც გამძლეობასთან ასოცირდება და სოლიდურობის ეფექტს ახდენს, ეკონომიური დასაკეცი ყუთები და, ზოგ შემთხვევაში, სრულად პერსონალიზებული კონსტრუქციები. შეგიძლიათ შეიმუშავოთ და შეუკვეთოთ საკუთარი, ორიგინალური კონსტრუქციის ყუთი, რომელიც იდეალური იქნება ისეთივე პერსონალიზებული საჩუქრისთვის (ჩვენი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება თქვენი ორიგინალური ხედვა რეალობად აქციოს).

    სასაჩუქრე ყუთების გარდა, ჩვენთან ასევე შეგიძლიათ ქაღალდის სასაჩუქრე ჩანთების დამზადება, რომლებიც თქვენი სასაჩუქრე ნაკრების იდეალურ დანამატად იქცევა.

    რატომ უნდა აირჩიოთ სტამბა "სეზანი"?

    ჩვენი სამუშაო პროცესი სრულად გამჭვირვალე და თქვენს კომფორტზეა მორგებული. ის იწყება დეტალური კონსულტაციით, გრძელდება საცდელი ნიმუშის (როგორც ციფრული, ისე ფიზიკური კონსტრუქციის) დამზადებით და მხოლოდ თქვენი საბოლოო თანხმობის შემდეგ გადადის წარმოებაში. მინიმალური ტირაჟი 300 ერთეულს შეადგენს. 

    ჩვენ ასევე გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მასალებით დამზადებულ სხვადასხვა ტიპის ბეჭდური პროდუქციის დამზადებას, მათ შორის წიგნის, ჟურნალის, და კატალოგის ბეჭდვას, თუ არასტანდარტული ბრენდული პროდუქციის დამზადებას, როგორიცაა პერსონალიზებული ბლოკნოტები გრავირებით.

    ენდეთ „სეზანის“ 30-წლიან გამოცდილებას. დაგვიკავშირდით, გაგვიზიარეთ თქვენი იდეა და ერთად ვაქციოთ თქვენი პროდუქტი დაუვიწყარ საჩუქრად.

    რატომ გვენდობიან?

    30+ წლიანი გამოცდილება

    „სეზანი“ იყო ერთ-ერთი პირველი ოფსეტური სტამბა საქართველოში. 1993 წლიდან ვემსახურებით კლიენტებს სტაბილურად, პასუხისმგებლობითა და ინდუსტრიაში დაგროვებული ღრმა ცოდნით. ჩვენს წარმატებას ემყარება აკადემიური ფუნდამენტი და პრაქტიკული ცოდნის სინთეზი.

    პროფესიონალთა გუნდი და ინდივიდუალური მიდგომა

    ჩვენი გუნდის წევრები გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებიც დეტალურად იგებენ გამომცემლობის, ბრენდინგისა და ბეჭდვის სპეციფიკას. თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად — ვუსმენთ, ვმსჯელობთ და ზუსტად ვახორციელებთ კლიენტის იდეებს.

    პრემიუმ ხარისხი & ხელით დამუშავება

    ჩვენი სტამბა გამოირჩევა ხარისხზე ორიენტაციით და იმით, რომ ყველა პროდუქტი იქმნება ზუსტად, ხშირად — ხელით. ვმუშაობთ პრემიუმ ნედლეულზე, ვაკონტროლებთ ყველა ეტაპს და მიზნად ვისახავთ შედეგს, რაზეც კლიენტი იამაყებს.

    დაგვიკავშირდით

    დაგვირეკეთ

    ნომერი: +995 32 235 70 02

    მოგვწერეთ

    მეილი: info@cezanne.ge

    გვეწვიეთ

    მისამართი: 1 King Archil Street Didi Dighomi 0139, Tbilisi, Georgia

    შეავსეთ ფორმა

    Please enable JavaScript in your browser to complete this form.
    Scroll to Top