აგვისტო 21, 2026

რა არის Welcome Kit, სად გამოიყენება და რისგან შედგება?

ვექამ ქითი რა არის

Welcome Kit, ანუ მისასალმებელი ნაკრები, ახალ თანამშრომელს სამუშაოს დაწყებისას გადაეცემა. მასში ხშირად შედის ბრენდირებული ნივთები, ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო აქსესუარები და კომპანიის შესახებ საინფორმაციო მასალები. 

გააზრებულად შედგენილი ნაკრები თანამშრომელს ახალ გარემოსთან შეგუებაში ეხმარება, პირველი დღეების დაძაბულობას უმსუბუქებს და კომპანიის მიმართ დადებით დამოკიდებულებას უყალიბებს. Brandon Hall Group-ის კვლევის თანახმად, კომპანიებში, სადაც ონბორდინგის პროცესი ეფექტურადაა დაგეგმილი, თანამშრომელთა შენარჩუნების მაჩვენებელი 82%-ს აღწევს, პროდუქტიულობა კი 70%-ით იზრდება. შესაბამისად, თანამშრომლის მიერ პირველ სამუშაო დღეებში მიღებულმა გამოცდილებამ შეიძლება მის მოტივაციასა და სამომავლო შედეგებზეც იქონიოს გავლენა. 

სად და რატომ გამოიყენება Welcome Kit?

კორპორაციულ გარემოში მისასალმებელი ნაკრები ყველაზე ხშირად ახალი თანამშრომლებისთვის მზადდება. სასაჩუქრე ყუთში მოთავსებული ბლოკნოტი, კალამი, მისასალმებელი წერილი და საინფორმაციო მასალები თანამშრომელს ადაპტაციას უადვილებს.

ღონისძიებებსა და კონფერენციებზე მონაწილეებს ხშირად ბრენდირებული ჩანთები გადაეცემათ. მათში მოთავსებული პროგრამა, ბლოკნოტი, კალამი და ბროშურა მონაწილეს საჭირო ინფორმაციის მიღებაში ეხმარება.

Welcome Kit ხშირად გამოიყენება B2B ურთიერთობების დასაწყისში. პოტენციურ პარტნიორთან ან მომხმარებელთან გაგზავნილ ბრენდირებულ ყუთში შეიძლება მოთავსდეს კომპანიის კატალოგი, პერსონალური წერილი და საკანცელარიო ნივთები. ასეთი დეტალები კომპანიის პროფესიონალურ მიდგომას გამოხატავს და მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 

საბანკო, სამშენებლო, სარეკლამო და სხვა სფეროებში მოქმედი ქართული კომპანიებისთვის Welcome Kit საკუთარი იდენტობისა და ღირებულებების ნივთებში ასახვის ერთ-ერთი გზაა. მთავარია, ნაკრებში მოთავსებული თითოეული ნივთი მის მიზანს შეესაბამებოდეს, გამოსადეგი იყოს და ხარისხიანი მასალისგან მზადდებოდეს. 

სასტუმროებში Welcome Kit სტუმრისთვის სასიამოვნო პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად გამოიყენება. მასში შეიძლება შედიოდეს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერი, სასტუმროს სერვისების აღწერა და პერსონალიზებული დეტალები, მაგალითად, სტუმრის სახელზე მომზადებული მისასალმებელი ბარათი. 

რა ქმნის ეფექტურ Welcome Kit-ს?

მისასალმებელი ნაკრების შემადგენლობა კომპანიის საქმიანობის, კულტურისა და ადრესატის საჭიროებების მიხედვით იცვლება. შერჩეული ნივთები უნდა იყოს პრაქტიკული, შეესაბამებოდეს კომპანიის ვიზუალურ იდენტობას და იწვევდეს დადებით განწყობას. 

Welcome Kit შეიძლება მყარ ბრენდირებულ ყუთშიან ჩანთაში მოთავსდეს. მისი მასალა, ფაქტურა, ფერი, სისქე და გახსნის ფორმა განსაზღვრავს, როგორ აღიქვამს ადრესატი ბრენდს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეფუთვა ხარისხიანი იყოს და კომპანიის ფერებსა და ვიზუალურ სტილს შეესაბამებოდეს. 

მისასალმებელი ბარათი ან პერსონალური წერილი ნაკრების ყველაზე ემოციური ნაწილია. ხარისხიან ქაღალდზე დაბეჭდილი და ადრესატის სახელზე მომზადებული გზავნილი უფრო პერსონალურია, ვიდრე ჩვეულებრივი ელექტრონული წერილი. ქაღალდის სისქე, ტექსტურა, რელიეფური ბეჭდვა და მოოქროვილი დეტალები გზავნილს განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს. 

ბლოკნოტი, რომელზეც თანამშრომლის სახელი და კომპანიის ლოგოა დატანილი, მისთვის სპეციალურად მომზადებულ საჩუქრად აღიქმება. ამავე დანიშნულებას შეიძლება ემსახურებოდეს ჭიქა, წყლის ბოთლი ან მაისური. ასეთ ნივთებს თანამშრომელი ყოველდღიურად იყენებს და კომპანიისადმი კუთვნილების განცდა უჩნდება.

ბროშურას, კატალოგს, სავიზიტო ბარათსა და ღონისძიების პროგრამას საინფორმაციო დანიშნულება აქვს. მათი დახმარებით ადრესატი კომპანიის საქმიანობას, ღირებულებებს, სამუშაო პროცესებსა და პროდუქტებს უკეთ ეცნობა. 

რა განსაზღვრავს Welcome Kit-ის ხარისხს?

Welcome Kit-ში შემავალი ნივთების დიდი ნაწილი, მათ შორის ყუთი, ჩანთა, ბლოკნოტი, ბარათი, ბროშურა და კატალოგი, პოლიგრაფიული მეთოდებით მზადდება. ამიტომ ნაკრების საბოლოო იერსა და გამძლეობაზე გავლენას ახდენს ბეჭდვის სიზუსტე, შერჩეული მასალები და დამუშავების სპეციფიკა. 

მასალისა და ბეჭდვის ტექნიკის სწორად შერჩევას პოლიგრაფიულ სფეროში გამოცდილება სჭირდება. სტამბის გუნდი ჩანაფიქრის მიხედვით არჩევს კონკრეტული პროდუქტისთვის შესაფერის ქაღალდს, ბეჭდვის მეთოდსა და დამუშავების ტექნიკას. 

ბაზარზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე სტამბა „სეზანი“ 1993 წლიდან ამზადებს Welcome Kit-ისთვის საჭირო პროდუქტებს, მათ შორის სასაჩუქრე ყუთებს, ჩანთებს, ბლოკნოტებსა და კატალოგებს. 

მისასალმებელი ნაკრების შესაქმნელად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სტამბა „სეზანს“ ნომერზე 032 235 70 02 და გუნდთან პროექტის დეტალები განიხილოთ.

Scroll to Top