მოსაწვევი ბარათების დამზადება
„სეზანში“ შეგიძლიათ შეუკვეთოთ მოსაწვევი ბარათები კორპორაციული საღამოს, კონფერენციის, ოფიციალური მიღებისა თუ საახალწლო წვეულებისთვის.
მოსაწვევები ბრენდის ფერებში, სქელ ან ფაქტურულ ქაღალდზე მზადდება, გასაფორმებლად კი ფოლგა, კონგრევი ან შერჩევითი ლაქი გამოიყენება. სურვილის შემთხვევაში, თითოეულ ბარათზე სტუმრის სახელიც იბეჭდება, კონვერტი კი მოსაწვევის ზომისა და დიზაინის მიხედვით შეირჩევა. თუ ღონისძიებისთვის საჩუქრებიც მზადდება, მოსაწვევის ფერები და დეკორატიული დეტალები მათ შეფუთვაშიც გამოიყენება, რათა სასაჩუქრე ჩანთებს და ბარათებს ერთიანი ვიზუალური სტილი ჰქონდეს.
30 წელზე მეტი გამოცდილება პოლიგრაფიაში
1000-ზე მეტი კმაყოფილი პარტნიორი
1000-ზე მეტი წარმატებით დასრულებული პროექტი
ააწყვეთ მოსაწვევის ესკიზი
აირჩიეთ ღონისძიება და დიზაინი, ჩაწერეთ ტექსტი და ნახეთ, როგორ გამოიყურება.
ღონისძიება
დიზაინი
ფონტის ფერი
ჩარჩო
„სეზანში“ მოსაწვევები თქვენი შეკვეთით მზადდება. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დიზაინს დავამზადებთ: თქვენი ფერებით, სასურველ ქაღალდზე, ფოლგით, კონგრევითა თუ შერჩევითი ლაქით.
შეუკვეთეთ მოსაწვევიგადმოიტანეთ ღონისძიების განწყობა მოსაწვევ ბარათზე
მოსაწვევი ბარათის დიზაინი სტუმარს წინასწარ მიანიშნებს, რა ტიპის შეხვედრაზეა მიწვეული და რამდენად ოფიციალურ გარემოს უნდა ელოდოს. ამიტომ ქაღალდს, ფერებსა და გაფორმების დეტალებს ღონისძიების ხასიათის მიხედვით ვარჩევთ.
მაგალითად, დაჯილდოების ცერემონიის მოსაწვევზე საზეიმო განწყობა მუქი, სქელი ქაღალდითა და ოქროს ფოლგით იქმნება. კონფერენციის მოსაწვევზე კი ტექსტი ისე ნაწილდება, რომ სტუმარმა თარიღი, დრო და ადგილი ერთი თვალის გადავლებით იპოვოს.
დიზაინზე მუშაობის დასაწყებად კომპანიის ლოგო, ბრენდის ფერები და მოსაწვევის ტექსტია საჭირო. თუ ბრენდბუქიც გაქვთ, ფერებს, შრიფტებსა და გაფორმების სხვა დეტალებს მისი მითითებების მიხედვით შევარჩევთ. ამავე სტილს გამოვიყენებთ, თუ მოსაწვევებთან ერთად სავიზიტო ბარათების დამზადება გსურთ, რათა ღონისძიებისთვის მომზადებულ ბეჭდურ მასალებს საერთო იერი ჰქონდეს.
რომელი ღონისძიებისთვის შეგიძლიათ მოსაწვევის შეკვეთა „სეზანში“?
„სეზანში“ შეგიძლიათ შეუკვეთოთ მოსაწვევები როგორც ერთი, ისე რამდენიმე განსხვავებული დიზაინით.
კორპორაციული საღამო და დაჯილდოება
სახელობითი მოსაწვევისთვის გადაკეცილ ან სასურველი ფორმის ბარათს ვიყენებთ. ორივე შემთხვევაში ზომას ტექსტის მოცულობის მიხედვით ვარჩევთ, რათა ბარათი არ გადაიტვირთოს და წარწერები ადვილად იკითხებოდეს. თუ ბარათი კორპორაციული საჩუქრების შეფუთვაში უნდა მოთავსდეს, ზომის შერჩევისას ამასაც გავითვალისწინებთ.
კონფერენცია და ოფიციალური მიღება
კონფერენციებსა და ფორუმებს ხშირად უცხოელი სტუმრებიც ესწრებიან, ამიტომ ორენოვან მოსაწვევებსაც ვბეჭდავთ. სურვილის შემთხვევაში, ბარათს პროგრამის ჩანართსაც დავურთავთ, რათა სტუმარმა თარიღისა და ადგილის გარდა შეხვედრის განრიგიც წინასწარ იცოდეს.
საახალწლო წვეულება
საახალწლო მოსაწვევის დიზაინს საჩუქრის შეფუთვასთან ერთად ვარჩევთ. ამგვარად, ბარათისთვის შერჩეული ფერები და დეკორატიული დეტალები სასაჩუქრე ყუთსა თუ ჩანთაზეც მეორდება.
რა ინფორმაცია გვჭირდება მოსაწვევის დასამზადებლად?
მოგვწერეთ, რა ტიპის ღონისძიებას გეგმავთ, რამდენ სტუმარს ელოდებით და როდის გსურთ მოსაწვევი ბარათების მიღება. ამ ინფორმაციას დაურთეთ კომპანიის ლოგო, ბრენდის ფერები, ფოტოები და მოსაწვევის ტექსტიც, თუ ის უკვე მზად გაქვთ. საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშებს გაგიზიარებთ და ტექსტის შედგენაშიც დაგეხმარებით.
სახელობითი ბარათებისთვის სტუმრების სიაც დაგვჭირდება, რომლის გამოგზავნის ფორმატს წინასწარ შეგითანხმებთ.
როგორ ვამზადებთ დიზაინს და ვარჩევთ ქაღალდს?
დიზაინის მომზადება
მოსაწვევის საწყის მაკეტს მოწოდებული მასალების მიხედვით ვამზადებთ. თუ დიზაინი უკვე მზად გაქვთ, ფაილის ტექნიკურ მონაცემებს ვამოწმებთ, რათა შესაძლო ხარვეზები დაბეჭდვამდე აღმოვაჩინოთ. დაბეჭდვამდე თქვენთან ერთად გადავამოწმებთ სახელებს, თარიღებს, ტექსტის სისწორესა და ლოგოს მდებარეობას.
ქაღალდისა და დამუშავების შერჩევა
ადგილზე სხვადასხვა ფაქტურის ქაღალდის ნიმუშებს გაჩვენებთ და ღონისძიებისთვის შესაფერის ვარიანტს გირჩევთ. შერჩეული ქაღალდისა და დიზაინის მიხედვით დამუშავების მეთოდებსაც შემოგთავაზებთ: ფოლგირებას, კონგრევს, შერჩევით ლაქს ან ბარათის კონტურულ ჭრას.
ტირაჟისა და ვადის შეთანხმება
როგორც ფლაერების ბეჭდვის შემთხვევაში, მოსაწვევი ბარათების რაოდენობასაც წინასწარ ვაზუსტებთ, რადგან მასზე ბეჭდვის მეთოდიცაა დამოკიდებული. მცირე ტირაჟისთვის, როგორც წესი, ციფრულ ბეჭდვას ვიყენებთ, დიდისთვის კი ოფსეტურს. რაოდენობასთან ერთად ჩაბარების თარიღსაც შევათანხმებთ, რათა მოსაწვევები დროულად მიიღოთ და სტუმრებისთვის მათ გადასაცემად საკმარისი დრო გქონდეთ.
მიიღეთ შეთავაზება მოსაწვევი ბარათების დასამზადებლად
შეავსეთ საკონტაქტო ფორმა და მიუთითეთ ღონისძიების ტიპი, მოსაწვევების რაოდენობა და ჩაბარების სასურველი თარიღი. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი დეტალების დასაზუსტებლად დაგიკავშირდებათ.
საკონტაქტო ინფორმაცია
დაგვირეკეთ
ტელეფონი: +995 32 235 70 02
მოგვწერეთ
ელფოსტა: info@cezanne.ge
გვეწვიეთ
მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, არჩილ მეფის ქუჩა 1
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს მოსაწვევი ბარათის დამზადება?
ფასი ტირაჟზე, ქაღალდის ტიპსა და დამუშავების სირთულეზეა დამოკიდებული. შეკვეთის დეტალების დაზუსტების შემდეგ კომერციულ შეთავაზებას მოგიმზადებთ.
რა არის შეკვეთის მინიმალური რაოდენობა?
მინიმალური ტირაჟი მასალასა და ბეჭდვის მეთოდზეა დამოკიდებული. გაგვიზიარეთ სასურველი ბარათის დიზაინი და შეკვეთის პირობებს გაგაცნობთ.
შესაძლებელია ბარათებზე სტუმრების სახელების დაბეჭდვა?
დიახ, ვამზადებთ სახელობით მოსაწვევებს. ბეჭდვის მეთოდს ბარათების რაოდენობის მიხედვით ვარჩევთ, სტუმრების სიის გამოგზავნის ფორმატს კი წინასწარ შეგითანხმებთ.
შედის თუ არა კონვერტი მოსაწვევის შეკვეთაში?
სურვილის შემთხვევაში მოსაწვევებთან ერთად კონვერტების შეკვეთაც შეგიძლიათ. მათ ზომას ბარათის მიხედვით შევარჩევთ, ბრენდირებისა და დამზადების პირობებს კი წინასწარ შეგითანხმებთ.
როდის უნდა შევუკვეთოთ მოსაწვევი ბარათები?
უმჯობესია დაგვიკავშირდეთ, როგორც კი ღონისძიების თარიღი და სტუმრების სავარაუდო რაოდენობა გეცოდინებათ. ამის შემდეგ დიზაინისა და სტამბაში ბეჭდვისთვის საჭირო დროს განვსაზღვრავთ და ჩაბარების ვადას ისე შევათანხმებთ, რომ სტუმრებისთვის მოსაწვევების გადასაცემად საკმარისი დრო დაგრჩეთ.
შეავსეთ ფორმა