ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ბეჭდური მედია არათუ არ გაქრა, არამედ უფრო ეფექტურია ვიდრე ოდესმე. დღეს, როდესაც მომხმარებელი გადაღლილია ინტერნეტ რეკლამებით და ხშირად მათ საერთოდ ვეღარ ამჩნევს (რასაც მარკეტინგში „ბანერულ სიბრმავეს“ უწოდებენ), ფიზიკურ კატალოგს სოლიდური უპირატესობა აქვს პროდუქტის ეფექტურად წარდგენაში. დღევანდელი კატალოგი ხშირად ბრენდის სრული იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მაგრამ ეფექტური კატალოგის შექმნა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად პროფესიონალურად უდგება თქვენი პარტნიორი სტამბა პროცესს. ბეჭდვა უამრავ ისეთ უხილავ დეტალს მოიცავს, რომელსაც არაპროფესიონალი ყურადღებას არ აქცევს — ქაღალდის ტენიანობიდან დაწყებული, საღებავის შეშრობით დამთავრებული — და შედეგად დაბალი ხარისხის პროდუქტს ქმნის.ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სანდო პარტნიორის შერჩევა. სტამბა “სეზანი” უკვე მრავალი წელია ქართულ ბაზარს მაღალტექნოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. დამკვეთს შეუძლია მშვიდად იყოს საბოლოო მასალებთან დაკავშირებით — გუნდის დეტალებისადმი ყურადღება და მუდმივი ხარისხის კონტროლი უზრუნვეყოფს სტაბილურად მაღალ ხარისხს.
სწორი სტრატეგია და დიზაინი კატალოგს ეფექტურ ინსტრუმენტად აქცევს
სანამ დიზაინერი მუშაობას დაიწყებს, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს კატალოგის მიზანი. კომპანიამ უნდა ზუსტად იცოდეს რა ეფექტის მისაღებად ქმნის პროდუქტს. თუ კატალოგი იმიჯის ნაწილია და მთავარი ახალი კლიენტების მოზიდვაა, აქცენტი დიდ, მხატვრულ ფოტოებსა და მცირე ტექსტზე კეთდება — ამგვარ კატალოგებს უფრო ძლიერი და პოზიტიური ემოციურ ეფექტი ახასიათებთ. ხოლო თუ მთავარი მიზანი უკვე შეძენილ პარტნიორებთან გაყიდვების ზრდაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტექნიკურ დეტალებს, არტიკულებსა და ფასებს.
დიზაინის აწყობისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, როგორ მოძრაობს ადამიანის თვალი ფურცელზე. როგორც წესი, მზერა Z-ფორმის ან F-ფორმის ტრაექტორიას მიჰყვება. ინფორმაცია ისე უნდა განლაგდეს, რომ მკითხველი არ დაიღალოს. ამისთვის აუცილებელია ე.წ. „თავისუფალი სივრცის“ (Air Space) დატოვება — გადატვირთული გვერდი ადამიანს მალე ღლის და კატალოგის დახურვისკენ უბიძგებს.
ბეჭდური კატალოგის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ტაქტილური შეგრძნებაა — ციფრული ვერსია ამაში ვერასდროს გაუწევს კონკურენციას. ფურცლის სისქის, საღებავის ფაქტურისა და წონის ოპტიმალურად დაბალანსება ინფორმაციის დამახსოვრებას ამარტივებს. ამიტომ ქაღალდის სწორად შერჩევა, ფერების მართვა და ბეჭდვის მეთოდები კატალოგის ეფექტურობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია — უბრალოდ ლამაზი ფოტოების დაბეჭდვაზე არაა საკმარისი. უფრო დეტალურად ამ პროცესს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგში “რა არის პოლიგრაფია”.იდეალური მაკეტიც კი შეიძლება წყალში გადაყრილი შრომა აღმოჩნდეს, თუ საბოლოო ვარიანტი უხარისხოდაა დაბეჭდილი. კატალოგი ბრენდის სავიზიტო ბარათია და ნებისმიერი ხარვეზი — იქნება ეს არეული ფერი თუ სუსტი აკინძვა — კომპანიის მხრიდან არაპროფესიონალიზმად აღიქმება. მიუდექით მაღალი ხარისხის კატალოგის ბეჭდვას როგორც ინვესტიციას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს გაყიდვების ზრდაში — დაბალხარისხიან კატალოგს მომხმარებელი დაბალხარისხიან პროდუქტთან აიგივებს.
აკინძვის სწორი მეთოდი კატალოგის სიცოცხლეს ახანგრძლივებს
კატალოგის ფორმა პირდაპირ დამოკიდებულია მის შინაარსსა და გამოყენების სიხშირეზე.
მაგალითად, პერიოდული, სეზონური კატალოგები ხშირად ისეთ სტილში კეთდება, რომელიც ძალიან გავს ჟურნალის ბეჭდვას — გამოიყენება შედარებით თხელი ქაღალდი და აკინძვა ხდება სკობით, რაც მოსახერხებელია თხელი და მსუბუქი გამოცემებისთვის.
თუმცა, თუ კატალოგი სქელტანიანია და დიდხანს უნდა გაძლოს (მაგალითად, ავეჯის, სამშენებლო მასალების ან უძრავი ქონების პორტფოლიო), სკობით აკინძვა არ გამოდგება. აქ უმჯობესია თერმული წებოს ან გამყარებული ყდის გამოყენება, როგორც წიგნის ბეჭდვის დროს — ასე გამოცემა უფრო მყარია და მისი ექსპლუატაციის ვადაც მნიშვნელოვნად იზრდება.
ბრენდირებული შეფუთვა კატალოგის პრეზენტაბელურობას ამაღლებს
თუ გსურთ კატალოგს მაქსიმალურად პოზიტიური ეფექტი ქონდეთ, წინასწარ იფიქრეთ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება — არამედ როგორ მოხვდება თქვენი პარტნიორის ხელში. მაგალითად, VIP კლიენტებისთვის „შიშველი“ კატალოგის ხელიდან ხელში გადაცემა არაპროფესიონალურად და “იაფად” გამოიყურება. თუ კატალოგი პოტენციური კლიენტის ხელში ამ გზით მოხვდა, მის აღქმული ღირებულება ბევრად შემცირდება.
ყველაზე ეფექტური იქნება კატალოგი მოთავსდეს სპეციალურად გაფორმებულ შეფუთვაში — ეს ავტომატურად ზრდის მის ფასეულობას. ბრენდირებული სასაჩუქრე ყუთები ქმნის პრემიუმ საჩუქრის ეფექტს და ხაზს უსვამს ადრესატის მნიშვნელობას კომპანიისთვის.
გამოფენებსა და კონფერენციებზე, სადაც სტუმრებს ბევრი მასალის ტარება უწევთ, აუცილებელია კომფორტის გათვალისწინებაც. იმისათვის, რომ თქვენი კატალოგი კომფორტულად მივიდეს კლიენტის ოფისამდე, საუკეთესო გამოსავალია ელეგანტური სასაჩუქრე ჩანთები. ისინი არა მხოლოდ პრაქტიკულია, არამედ დამატებითი რეკლამის ფუნქციასაც ასრულებენ — არა მხოლოდ კლიენტს აქვს ბრენდის ლოგო მუდმივად თვალწინ, არამედ ქუჩაში სხვა გამვლელ ადამიანებსაც.
კატალოგი თქვენი ბრენდის უშუალო წარმომადგენელია, რომელიც მაშინაც მუშაობს, როცა კომპანიის თანამშრომლები ისვენებენ. ამიტომ, ბეჭდვაზე ეკონომიის გაკეთება ყოველთვის არ არის გამართლებული. უხარისხო პროდუქტი შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე თავად ტირაჟის ღირებულებაა. სწორი სტრუქტურა და პროფესიონალური შესრულება გაღებულ ხარჯს გამართლებულ ინვესტიციად აქცევს.